"ბასილა" ოლიმპიადის მერვედფინალშია! ქართველის მეორე გამარჯვება

AutoSharing Option
დღეს, 26 ივლისს, 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა (42) 1/16-ფინალური შეხვედრა იტალიელი ლორენცო სონეგოს (26) წინააღმდეგ გამართა და სამ სეტში 6:4 3:6 6:4 იმარჯვა.

პირველი სეტი საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა, ქართველმა მეტოქის პირველივე ჩაწოდება მოიგო, რასაც იტალიელმა მე-4 გეიმში იმავეთი უპასუხა, ნიკამ მეორე ბრეიკი მე-7 გეიმში აიღო და პირველი სეტიც თავის სასარგებლოდ დაასრულა.

მეორე სეტში იტალიელმა აშკარად მოუმატა და მე-6 გეიმში მეტოქის მოწოდების მოგებით 6:3 იმარჯვა.

საქმე მესამე, გადამწყვეტ სეტში გადავიდა, სადაც გულშემატკივარმა ნამდვილი სანახაობა იხილა. სონეგომ უპირატესობა მე-3 გეიმშივე
მოიპოვა, რასაც ნიკამ მე-6 და მე-8 გეიმში მეტოქის მოწოდების მოგებით უპასუხა.

საქმე თითქოსდა "ბასილას" ლოგიკურ გამარჯვებამდე მიდიოდა, თუმცა იტალიელმა კიდევ ერთხელ მოიგო ნიკას მოწოდება და თამაშში დარჩა, მაგრამ ქართველმა მე-10 გეიმში საკუთარ თავში ძალები იპოვა და მეტოქის ჩაწოდება მესამედ, თამაშში კი მეხუთედ მოახერხა.

ამრიგად, ნიკოლოზი მერვედფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე მე-4 ნომრად განთესილი ალექსანდრ ზვერევი იქნება. შეხვედრა 28 ივლისს, თბილისის დროით 06:00 საათზეა ჩანიშნული.


მკითხველის კომენტარები / 13 /
ისე საინტერესოა, მართლა კოღოს აგინებდი?
3
Bravo Nika!
Goga
13:23 26-07-2021
0

სიახლეები პოპულარული