ეკატერინე გორგოძემ 60 000-იანი ტურნირი მოიგო და რეიტინგში მნიშვნელოვნად დაწინაურდა

AutoSharing Option
ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ პოლონეთის ქალაქ გროზდისკ მაცოვიეცკში გამართული 60 000$-იანი ტურნირი მოიგო.

ჩვენებურმა ფინალში ფრანგი კლო პაკეტი სამ სეტში 7:6, 0:6, 6:4 დაამარცხა.

გორგოძემ 4 ბრეიკი გააკეთა, საკუთარი ჩაწოდება კი ხუთჯერ დაკარგა, თუმცა ის გადამწყვეტ მომენტში მეტოქეზე ძლიერი აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ ხვალიდან ის რეიტინგში მნიშვნელოვნად დაწინაურდება, 21 საფეხურით წაიწევს წინ და მსოფლიოს 164-ე ჩოგანი იქნება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
… ეკა გილოცავ!!! დროა უკვე 100-ში გიხილოთ!!!
დათო
02 აგვისტო 2021 13:59
0
ნამდვილად მისალოცია, გილოცავ წარმატებები.

მანუჩარი
02 აგვისტო 2021 08:59
0
ეკო ცოტა გამხდარა, კაი ვიდზე დამდგარა!
შაკო
01 აგვისტო 2021 20:53
0
გილოცავთ!!!...წარმატებები ეკატერინე!!!...სამომავლოდ არ მოდუნდე, თორემ ისევ დაბლა დაეშვებით!!....
ქართველი
01 აგვისტო 2021 16:24
1

სიახლეები პოპულარული