ბასილაშვილი კანადაში ამერიკელით იწყებს

AutoSharing Option
ტოკიოს ოლიმპიადაზე კარგი გამოსვლის შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილი (41) ტორონტოს ATP ტურნირში ჩაებმება.

ქართველი ჩოგბურთელი პირველ ეტაპზე 22 წლის ამერიკელ ჯენსონ ბრუკსბს (130) დაუპირისპირდება. ნიკოლოზს მეტოქესთან დადებითი ბალანსი აქვს - 2019 წელს, ავსტრალიის ღია გათამაშებაში (3:1) დაამარცხა.

თუკი ბასილაშვილი საწყის ეტაპს წარმატებით გადალახავს, მომდევნო წრეში უკვე 22 წლის ავსტრალიელი ალექს დე მინორის (18) წინააღმდეგ ითამაშებს.

შეგახსენებთ, ქართველმა ჩოგბურთელმა ტოკიო 2020-ზე ორი მეტოქე დაამარცხა და შემდეგ მომავალ ჩემპიონ ალექსანდრ ზვერევთან
დამარცხდა.

კანადის ტურნირის საპრიზო ფონდი 2 850 975 ამერიკული დოლარი გახლავთ. ბასილაშვილისა და ბრუკსბის შეხვედრა 10 აგვისტოს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

altბასილაშვილის მომგებმა ზვერევმა ოლიმპიადის ფინალში რუსი გაანადგურა

altბასილაშვილი ზვერევთან თანაბარ თამაშში დამარცხდა [VIDEO]




მკითხველის კომენტარები / 9 /
… ბრუკსბიმ ვაშინგტონის ATP500-ის ტურნირზე, გუშინ ნახევარფინალში წააგო სინერთან 7:6, 6:1, მანამდე მოუგო კევინ ანდერსონს, ტიაფოს, მილმანს!!! ასე , რომ სერიოზული მეტოქეა!!! წარმატება ნიკას!!!
დათო
14:22 08-08-2021
2
… შეხვედრა 10 აგვისტოს არის ჩანიშნული, 19:00 საათზე!!!
დათო
13:49 09-08-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული