რა თანხა გამოიმუშავა ბასილაშვილმა ბრუკსბის დამარცხებით და რა ჰონორარს მიიღებს, თუ ის დღესაც იმარჯვებს

AutoSharing Option
ტორონტოს მასტერსის პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი აშშ-ის წარმომადგენელ ჯეინსონ ბრუკსბის დაუპირისპირდა და სამ სეტში 2:6, 6:0, 6:4 იმარჯვა.

ამ წარმატების წყალობით ქართველმა 15,845$ გამოიმუშავა. თუ ნიკოლოზი მოახერხებს და დღეს ავსტრალიელ ალექს დე მინორსაც დაამარცხებს, დამატებით მის ანგარიშზე კიდევ 26,770 აშშ დოლარი ჩაირიცხება.

ბასილაშვილისა და დე მინორის შეხვედრა დღეს მე-3 კორტზე დღის მესამე შეხვედრადაა ჩანიშნული და თუ არაფერი შეიცვალა, ის თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 13 /
როგორ გვიყვარს სხვისი ჯიბის ბუღალტერია. არ გვეშვება არაფერი.
ყოჩაღი ოლეგი
23:12 11-08-2021
2
…შეხვედრის სტატისტიკა გამოაქვეყნეთ , მხოლოდ შეხვედრის ანგარში არ არის საკმარისი!!!
დათო
17:23 11-08-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული