ბასილაშვილი ისევ აშშ-ში, მე-7 ნომრად და ხელსაყრელი ბადით

AutoSharing Option
ნიკოლოზ ბასილაშვილი (39) აშშ-ში კიდევ ერთ ტურნირს იწყებს, ქართველი ჩოგბურთელი უინსტონ სალემის ATP-ის 250-ქულიან გათამაშებაში ჩაებმება. მისი პირველი მეტოქე ჯერ გარკვეული არაა.

ბასილაშვილი ტურნირზე მე-7 ნომრადაა განთესილი და პირველ წრეში ისვენებს, მომავალი მოწინააღმდეგე კი დღეს, 23 აგვისტოს, გაირკვევა - არგენტინელი ფედერიკო კორია (61) ან იტალიელი ლორენცო მუსეტი (58). მესამე წრეში გასვლის შემთხვევაში, ქართველი სპორტსმენი, დიდი ალბათობით, არგენტინელ ფედერიკო დელბონისს (47) დაუპირისპირდება, რომელმაც ჯერ, თავის მხრივ, ამერიკელ მარკოს ჟირონს (65) უნდა სძლიოს. ასე რომ, ნიკოლოზის ბადე დაუძლეველი ნამდვილად არ არის.

უინსტონ-სლემის
საპრიზო ფონდი 717 955 ამერიკულ დოლარს შეადგენს. შეგახსენებთ, ბასილაშვილი ცინცინატის ტურნირს 16 აგვისტოს, პირველივე წრეში გამოეთიშა.

altბასილაშვილი ცინცინატის გამოცდილი მეტოქით იწყებს

altბასილაშვილი დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა

altბასილაშვილი კანადაში ამერიკელით იწყებს


მკითხველის კომენტარები / 3 /
… სამწუხაროდ ნიკა ჩაანაცვლა ერბერმა!!! მიზეზი უცნობია!!!
დათო
11:23 24-08-2021
0
… კორიამ მოუგო მუზეტის სამ სეტში!!! დიდი შანსია, რომ ნიკასთან შეხვედრაზე უარი განაცხადოს!!! ბოლო გეიმები ფაქტიურად კოჭლობდა, ფეხის ტრავმა აქვს!!!
დათო
01:58 24-08-2021
0

სიახლეები პოპულარული