ბასილაშვილმა სლემისთვის ძალები დაზოგა - ნიკა უინსტონ სალემის ტურნირზე აღარ ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი აშშ-ში მიმდინარე უინსტონ სალემის ტურნირს საკუთარი სურვილით გამოეთიშა.

ჩვენებური მე-7 ნომრად იყო განთესილი და დღეს ის პირველ წრეში არგენტინელ ფედერიკო კორიას უნდა დაპირისპირებოდა, თუმცა ასპარეზობაზე უარი განაცხადა.

ამის ოფიციალური მიზეზი ბასილაშვილს ჯერჯერობით არ დაუსახელებია, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მან ამერიკის ღია პირველობის წინ ძალები დაზოგა.

30 აგვისტოს წლის ბოლო დიდი სლემი US OPEN-ი იღებს სტარტს და ჩვენებურიც სწორედ დიდი მუზარადის ტურნირზე წარმატებაზეა კონცენტრირებული.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ტერმინი „დიდი სლემი“ ჩოგბურთში ბრიჯიდან არის შემოსული.
ბრიჯი ბანქოს ინტელექტუალური თამაშია, რომელშიც მსოფლიოს ჩემპიონატები და ჭადრაკის მსგავსად ოლიმპიადები იმართება.
ბრიჯში „დიდი სლემი“ 13-დან 13 „ვზიატკის“ შეკვეთას და აღებას ნიშნავს.
ეს ტერმინი არ ითარგმნება და „დიდი მუზარადით“ მისი შეცვლა დაუშვებელია - დაახლოებით იგივეა რომ ნიუ-იორკის ნაცვლად ახალი იორკი დავწეროთ თუ ვთქვათ
უშანგი
11:47 24-08-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული