"შენ გუშინ უნდა მომკვდარიყავი, თუმცა ჩემს ოთახში არა..." - ზვერევს ექსშეყვარებული ბრალს ძალადობაში სდებს

AutoSharing Option
გამოცემა "სლეიტის" ჟურნალისტმა ბენ როტენბერგმა ალექსანდრ ზვერევის ყოფილ შეყვარებულ ოლგა შარიპოვასთან ინტერვიუს მეორე ნაწილი გამოაქვეყნა, სადაც ვარსკვლავს ყოფილი რჩეული ბრალს ოჯახურ ძალადობაში სდებს... ეს საშინელი ამბავი 2019 წელს, შანხაის ტურნირის დროს მოხდა.

მისი თქმით, 9 ოქტომბერს, გერმანელთან მორიგი კამათის შემდეგ, ქალბატონმა თვითმკვლელობა მეორედ სცადა (პირველად 2019 წელს, ლეივერის თასის მიმდინარეობისას). ზვერევმა მაშინ ოლგა გონს მოიყვანა, საშხაპიდან გამოსვლის შემდეგ კი მისი ცემა დაიწყო... მეორე დღეს ვარსკვლავმა გოგონა სასტუმროდან გააგდო.

"ის მე მირტყამდა. მაშინ მივხვდი, რომ სავარჯიშო ჩანთა არ ვიყავი და საკუთარი
თავის დაცვა ვცადე. სულ შიშველი ვიყავი. მე ქალი ვარ, მასი მსგავსი ძალა არ მაქვს. სააბაზანოდან გამოსვლის შემდეგ საშამ ტანსაცმლის ჩაცმის საშუალებაც არ მომცა.

შემდეგ კი მითხრა:

"იმედი მაქვს, მოკვდები. შენ გუშინ უნდა მომკვდარიყავი, თუმცა ჩემს ოთახში არა".

Sportall.Ge

2019 წლის შანხაის ტურნირი - ზვერევს ყელზე ნაკაწრები აქვს

გოგონამ ჟურნალისტს მის მეგობართან მიმოწერაც აჩვენა.

შარიპოვას თქმით, დაპირისპირების შემდეგ სააბაზანოში ჩაიკეტა. სპორტსმენმა მამამისს დაურეკა და ნომერი დატოვა, უფროსმა ზვერევმა კი ოლგას განუცხადა, რომ სასტუმროს დასატოვებლად დრო დილამდე ჰქონდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის სასამართლოში უჩივლებდა:

"მე მაქვს ფოტოები, სადაც შენ ჩემს შვილს ურტყამ" - მიუგო ვარსკვლავის მშობელმა.

"იატაკზე შიშველი ვიჯექი, მთელი ტანი მიხურდა. როდესაც ის ოთახიდან გავიდა, ემოციებს ვეღარ ვაკონტროლებდი, "გიჟივით" მეცინებოდა, ვიცინოდი და ვტიროდი, მამამისი კი არ ჩერდებოდა:

"შენ ნაგავი ხარ, ჩვენ არაფერში გვჭირდები".

Sportall.Ge

ოჯახური ძალადობის პუნქტი რომ არ შედის ATP-ის წესებში, არ ხსნის მის დაბნეულობას. სრულფასოვანი რეაგირებისთვის საკმარისია მათ მიერ მოქცევის თეზისიდან ციტირება, რის მიხედვითაც ის სპორტის რეპუტაციას აზიანებს.

მეორე რიგში, ზოგჯერ მოულოდნელი რაღაცები ხდება, მას ცხოვრებასაც ვეძახით და უცნაური იქნებოდა მათი დაიგნორება იმ მიზეზით, რომ წესებში მათ შესახებ პუნქტი არაა.

მესამე რიგში, ზოგიერთ ორგანიზაციას სურს, ოჯახურ ძალადობაზე საუბარი არ გასაჯაროვდეს. მისი ჩუმად ყოფნა უარეს ნიშანს აგზავნის:

"თუ თქვენ ერთ-ერთმა ჩვენგანმა გაწყენინათ, არ უნდა გქონდეთ სამართლიანობის ან პატივისცემის იმედი. იმ სპორტისთვის, რომელიც მიჩვეულია თავისი არისტოკრატიული სტანდარტების გამოვლენას, ეს ძალიან სუსტი პოზიციაა".

მომზადებულია sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 8 /
ასეთი ტყუილი როგორ უნდა დაიჯეროს ხალხმა. სიკვდილს გადაგარჩინა და მერე გცემა????
ლომი
15:25 26-08-2021
6
სად ხართ ნელი დოროყყაშვილოს დამცველებო? რატომ არ იღებთ ხმას
დორაყაანთ დამცველებს
14:58 26-08-2021
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული