ბოლქვაძემ US OPEN-ი გამარჯვებით დაიწყო და ბრიტანელ თინეიჯერს დაუპირისპირდება

AutoSharing Option
ნიუ-იორკში მიმდინარე US Open-ზე ქართველი ჩოგბურთელები - მარიამ ბოლქვაძე (167) და ეკატერინე გორგოძე (163) ჩაერთნენ. მარიამმა პირველი წრე წარმატებით დაძლია, გორგოძე კი ტურნირს გამოეთიშა.

23 წლის ბოლქვაძემ უკრაინელ დანია სნიგურთან (207) მძიმე ბრძოლა გადაიტანა და სამ სეტში (7:5 4:6 6:4) გაიმარჯვა.

ამერიკის ღია პირველობის შემდეგ ეტაპზე ქართველი ჩოგბურთელი 18 წლის ბრიტანელ ემა რადუკანუს (150) დაუპირისპირდება, რომელიც ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევა. შეხვედრა დღეს, 26 აგვისტოს, თბილისის დროით 22:00 საათზე შედგება.

რაც შეეხება გორგაძეს, ის იტალიელ ლიკტეციას სტეფანინისთან (213) 3:6 6:3 0:6
დამარცხდა და ტურნირს დაემშვიდობა.

US Open-ზე მოგვიანებით ნიკოლოზ ბასილაშვილი უნდა ჩაერთოს, რომელმაც უინსტონ სალემის ტურნირი ტრავმის მიზეზით გამოტოვა.

altმარიამ ბოლქვაძემ ITF-ის მე-5 ტურნირი მოიგო

altბასილაშვილმა სლემისთვის ძალები დაზოგა - ნიკა უინსტონ სალემის ტურნირზე აღარ ითამაშებს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული