"ბასილა" გიგანტ "ტყვიამფრქვევს" ვერ გაუმკლავდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამერიკის ღია პირველობის 1/16 ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი (39) ამერიკელ რეილი ოპელკასთან (24) 6:7 3:6 4:6 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

გულშემატკივარმა დაძაბული შეხვედრა იხილა, ნიკამ პირველ სეტში მეტოქის მოწოდება მე-3 გეიმში მოიგო, თუმცა მიღებული უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და მე-4-ში დათმო. საქმე ლოგიკურ ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც ამერიკელი "ტყვიამ ფრქვევი" ოდნავ უკეთ გამოიყურებოდა და 7:5 იმარჯვა.

მეორე სეტიც იმავე ფორმატით დაიწყო, "ბასილამ" სტარტზევე 2:0 დაწინაურდა, თუმცა რეილიმ მეტოქის ჩაწოდების 3-ჯერ მოგება და 6:3 გამარჯვება მოახერხა.

მესამე სეტში კი ნიკოლოზს ფეხი მე-10 გადამწყვეტ სეტში
დაუცდა და საბოლოოდ, ამერიკის ღია პირველობასაც გამოეთიშა.

ამრიგად, ოპელკა 1/8 ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე სამხრეთ აფრიკელი ლოიდ ჯორჯ ჰარისი (46) იქნება. მატცი ხვალ, 6 სექტემბერს, თბილისის დროით 19:00 საათზეა ჩანიშნული.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ძალიან სამწუხარო არის. როგორი შანსი ვერ გამოიყენე შემდეგ ჰარისი ხვდებოდა და ფაქტიურად 8 საუკეთესოში მოხვედრა შეეძლო. შანსი მაგარი მიეცა,პირველ წრეში ფაქტიურად უთამაშებლად მოიგო, შემდეგ გაუმართლა რომ კარენო ბუსტა სენსაციურად გავარდა 151 -ე ჩოგანთან. მოუგე რა ოპელკას ,თუ გინდა რაიმე გააკეთო დიდ სლემზე ოპელკას უნდა მოუგო,აბა როგორ გინდა. ძაან გულდასაწყვეტია,ვერცერთ დიდ სლემზე ვერანაირი წარმატება.
Joko
13:17 05-09-2021
1
თანაბარი ბრძოლა ფეხბურთშია, სადაც ფრედ შეიძლება დამთავრდეს შეჯიბრი. როცა აგებ, იმას თანაბარი ბრძოლა არ ჰქვია.
დათოს
12:57 06-09-2021
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული