US OPEN. ჯოკოვიჩი 21-ე სლემისკენ მიიწევს! წინ ზღაპრულად მოთამაშე ზვერევია [VIDEO]

AutoSharing Option
ამერიკის ღია პირველობის ოთხივე ნახევარფინალისტის ვინაობა გაირკვა.

მეოთხედფინალში ალექსანდრ ზვერევი (4) ლოიდ ჰარისს (46) დაუპირისპირდა და 7:6 6:3 6:4 დაამარცხა. გერმანელი ჩოგბურთელი შესანიშნავ ფორმაშია, ერთთა თანრიგში ბოლოს 5 ივლისს, უიმბლდონის 1/8 ფინალში ოჟე ალიასიმთან (15) წააგო.


ნოვაკ ჯოკოვიჩმა (1) მატეო ბერეტინი (8) 4 სეტში 5:7 6:2 6:2 6:3 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. სერბი შესანიშნავ ფორმაშია და 21-ე სლემისთვის ბრძოლას განაგრძობს.


ჯოკოვიჩი და ზვერევი ფინალში გადასასვლელად ერთმანეთს 10 სექტემბერსს, თბილისის დროით 20:00 საათზე
დაუპირისპირდებიან.

მეორე ნახევარფინალი ოჟე ალიასიმსა (15) და დანილ მედვედევს (2) შორის 10 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე შედგება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული