19 წლის კანადელმა ჩოგბურთელმა, ლეილა ფერნანდესმა US OPEN-ის ფინალში გასვლის შემდეგ წარსულში მისი მასწავლებლის სიტყვები გაიხსენა.
"მასწავლებელმა მითხრა, რომ ჩოგბურთის თამაშისთვის თავი დამენებებინა, რადგან ვერაფერს მივაღწევდი, საპასუხოდ კი განათლებისთვის მეტი ყურადღება მიმექცია. მიხარია, რომ მაშინ მან ეს მითხრა, ეს ფრაზა ყოველ დღე ყურში ჩამესმის, ამ ყველაფერმა დიდი მოტივაცია მომცა, მე ვფიქრობდი: გავაგრძელებ გზას, გავალ და დავუმტკიცებ მას, რომ რასაც მოვისურვებ ყველაფერს მივაღწევ" - განაცხადა ახალგაზრდა ჩოგბურთელმა.
შეგახსენებთ, კანადელთან ერთად ფინალში ემა რადაკანუმ გააღწია.
US OPEN-ის ფინალური შეხვედრა 12 სექტემბერს, თბილისის
დროით 00:00 საათზე გაიმართება.
მომზადებულია championat-ის მიხედვით
სენსაციურად US OPEN-ის ფინალში თინეიჯერები გავიდნენ! [VIDEO]