ორი განსხვავებული ემოცია: "ნოლემ" კალენდრული სლემის მოგება ვერ მოახერხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 13 სექტემბრის გამთენიისას მამაკაცებს შორის US OPEN-ის ფინალი გაიმართა, ერთმანეთს ნოვაკ ჯოკოვიჩი (1) და დანილ მედვედევი (2) დაუპირისპირდნენ, შეხვედრა რუსი სპორტსმენის გამარჯვებით 6:4 6:4 6:4 დასრულდა.

უნდა ითქვას, რომ ნოვაკმა მისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურნირის ფინალი პირწმინდად ჩააგდო, ახალგაზრდა დანილი კი შესანიშნავად გამოიყურებოდა, რა თქმა უნდა, აღსანიშნავია 16 ეისიც.

Sportall.Ge

ამრიგად, "ნოლემ" კალენდრული სლემის მოგება ვერ მოახერხა...

მატჩის შემდეგ სერბმა კომენტარიც გააკეთა:

"ვფიქრობ, პროცესი მას შემდეგ დაიწყო, რაც დომინიკ ტიმმა გასულ წელს ამ ტურნირის მოგება მოახერხა, ცვლილებები გარდაუვალია, თუმცა "ბებერი ბიჭები"
თავს ჯერ კიდევ ვიკავებთ. ვცდილობთ, რომ ვიბრწყინოთ და ვიკაშკაშოთ ისე, როგორც ჩოგბურთის სამყაროშია შესაძლებელი. მე ჩემი თავისთვის ვსაუბრობ, მინდა განვაგრძო ასპარეზობა, მოვიგო კიდევ ბევრი შეხვედრა და "ვიბრძოლო" ჩემი ქვეყნისთვის, ეს ახლა ჩემთვის ყველაზე დიდი მოტივაციაა.

ახალი თაობა ახალი ნამდვილად აღარაა, ისინი აწმყოს წარმოადგენენ, რა თქმა უნდა, გარკვეული დროის შემდეგ სადავეებს ხელში ჩაიგდებენ. ვფიქრობ, ჩოგბურთი საიმედო ხელშია, რადგან აქ ძალიან ძლიერი და ნიჭიერი სპორტსმენები იმყოფებიან. მათ უამრავი რამის შემოთავაზება შეუძლიათ როგორც კორტზე, ისე მოედნის მიღმა.

ვიმედოვნებთ, რომ თაობათა შორის გარდამავალი პერიოდის დროს, სპორტი პოპულარობას არ დაკარგავს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ სახეობის სახეები ვართ, ვალდებულები ვართ ახალი გულშემატკივრები მოვიზიდოთ.

დასასრულს, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი სპორტი მათში ცოცხლობს. ისინი ახალგაზრდებს ან რეიტინგში დაბლა მყოფ ჩოგბურთელებს შესაძლებლობასა და მოტივაციას აძლევენ, რათა ჩოგბურთით იცხოვრონ. ყველაფერი კარგადაა, ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი, ვფიქრობ, ყველაფერი განხორციელდება".

კომენტარი დანილ მედვედევმაც გააკეთა:

"როდესაც რაღაცას პირველად აკეთებ ემოციები განსაკუთრებულია, როდესაც პირველი საჩოგბურთო ტურნირი ჯერ კიდევ ბავშვობაში მოვიგე, ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა, როდესაც პირველად "მომავლების" ტურნირის გამარჯვებული გავხდი, ძალიან ბედნიერი ვიყავი, მაგრამ როდესაც წარმატება მეორდება, ისტორიას თუ არ წერ განსხვავებული ემოცია გეუფლება.

ვგულისხმობ, როდესაც ახლა მე მასტერსზე წარმატებას ვაღწევ კმაყოფილი ვარ, რადგან ეს დიდი ტურნირია. ზოგადად, მასტერი ბევრს მოგებული არ აქვს, მე მხოლოდ იმას ვფიქრობ, რომ მეტი მჭირდება, უფრო მეტი...

არასდროს იცი, რას მიაღწევ შენს დარჩენილ კარიერაში, ყოველთვის იმას ვიტყვი, რომ თუ ვეღარაფერს მოვიგებ, მეცოდინება, რომ მე ამაში ყველაფერი ჩავდე.

ახლა ბედნიერი ვარ, ეს ჩემთვის პირველი დიდი სლემის ტურნირია, არვიცი, მეორე, მესამე რა ემოციას მომიტანს, მაგრამ პირველი ძალიან მნიშნველოვანია ჩემთვის.

- იმიტომაა ეს წარმატება მნიშვნელოვანი და ტკბილი, რომ დაამარცხე რეიტინგის პირველი ნომერი? შენ ბოდიში მოუხადე, მაგრამ ამას გულწრფელად ფიქრობ?
- ნოვაკის გამო გულწრფელად ვწუხვარ, წარმოდგენაც არ მინდა რას გრძნობს ახლა ის, მაგრამ დიდი სლემი დიდი სლემია. ზუსტად ისეთივე ბედნიერი ვარ, როგორიც ამ ტურნირის შეხვედრის მოგების შემდეგ, ფინალში კი ნებისმიერი ოპონენტის დამარცხებით ასეთივე მოხარული ვიქნებოდი.

რასაკვირველია ჩემი კარიერისთვის მნიშნელოვანია, როდესაც ასეთი დონის მოწინააღმდეგეს დაამარცხებ, მას, რომელმაც ავსტრალიაში მოიგო და საკუთარ კარიერას კიდევ ერთი დიდი ტიტული შესძინა. ეს მე დამარწმუნებს იმაში, რისი გაკეთებაც შემიძლია".

ასე და ამგვარად დანილი წლევანდელი ამერიკის ღია პირველობის გამარჯვებულია.

მომზადებულია sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 9 /
… პირველ რიგში, სპორტალ.ჯე- ზე სად ნახეთ ჯოკოვიჩის ფანების აღტინება???!!! მეორეც, აგრესიული ფორმა, რომელიც თქვენ აირჩიეთ არ არის სწორი!!! ვის რას უმტკიცებთ ვერ გავიგე!!! მედვედევი ძალიან კარგი ჩოგბურთელია, მაგრამ როგორც ადამიანს არ სცემენ პატივს!!! მედვედევს ნოვაკამდე დიდი გზა აქვს გასავლელი!!!
დათო
18:14 13-09-2021
2
რაღაც გასუსულები ხართ ჯოკოვიჩის ფანები?რა იყო ჩაგივარდათ ენა? შეხვედრის წინ დიდ გულზე იყავით.გადაუვლის,გაანადგურებს.ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახეო ნათქვამია.ვინ ვის გადაუარა კი დავინახეთ და ძალიანაც კარგი.ფედერერს არა აქვს კარიერული სლემი და ნოვაკსაც თუ არ ექნება არაფერი დაშავდება.თქვენ კი ,,პროფესორებო'' წინასწარ ნუ გადმოაფრქვევთ თქვენს სულელურ პროგნოზებს,მერე სასაცილოდ რომ არ გაიხადოთ საქმე.ეს მარტო ჩოგბურთს არ ეხება.თორემ თქვენ რომ გისმინოთ კაცმა ჩაკვეტაძე უკვე ბარსელონაში უნდა ფრინავდეს და კვარაცხელია რეალში))))
ზაზა
12:47 13-09-2021
7

სიახლეები პოპულარული