ამერიკაში მიმდინარე ინდიან უელსის ტურნირის 1/16-ფინალში ქართველმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (36) ესპანელი ალბერტ რამოს-ვინოლასი (48) 3 სეტში 4:6 7:6 6:2 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.

პირველი სეტი ნიკოლოზმა 4:6 დათმო, თუმცა მეორეში 5:3 იყო ანგარიში, როცა სეტზე აწვდიდა. ესპანელმა ქართველის მოწოდება მოიგო და შემდეგ ანგარიშიც გაათანაბრა - 5:5. მომდევნო გეიმი ბასილაშვილმა საკუთარ მოწოდებაზე უქულოდ დაასრულა და ამჯერად ვინოლასი მატჩზე აწვდიდა. ნიკამ იბრძოლა, მეორე ბრეიკ პოინტი გამოიყენა და მატჩი ტაი ბრეიკში გადაიყვანა, სადაც იოლად იმარჯვა (7:2) და სეტებში ანგარიში გაათანაბრა - 1:1.

მე-3 სეტი რადიკალურად განსხვავებულად წარიმართა. მატჩის სადავეები ხელთ ნიკოლოზმა იგდო და მარტივად, 6:2 მოიგო.

ქართველი მერვედფინალშია, მისი მეტოქე კი რუსი კარენ ხაჩანოვი (29) იქნება. მატჩი 14 ოქტომბერს, თბილისის დროით 01:15 საათზეა ჩანიშნული.

ეს ჩოგბურთელები ერთმანეთს 5-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც 3 გამარჯვება ნიკამ იზეიმა, კარენმა კი - 2.

ჟორა
ნიკა, გილოცავ გამარჯვებას და მოგაგონებ, რომ ხაჩანოვი სამი მიზეზის გამო უნდა დაამარცხო, ჯერ ერთი, რომ სომეხია, მეორე, რომ რუსეთის სახელით გამოდის და მესამე ქულები და ფულები გჭირდება.
დათო
… გასათვალისწინებელია ისიც , რომ რამოსი მაგარ ფირმაშია. წინა შეხვედრაში ატპ 11 ოჟე ალიასამს მოუგო!!!
დათო
ყოჩაღ ნიკა! წარმატებები!
semi
ნიკა უკვე ნამდვილ მებრძოლად ჩამოყალიბდა, ბოლომდე იბრძვის და შედეგიც აქვს! ძალიან რთული სიტუაციებიდან ახერხებდა გამოსვლას და გამარჟვებას, ცოტა თავდაჯერება და ცოტა სიმშვიდე და იმედი მაქ მინიმუმ მეოთხედფინალი ჩვენია.
ATP 16
ნიკა თუ ნერვებს აკონტროლებს , უმაღლესი კატეგორიის ჩოგბურთს თამაშობს . მეორე სეტში ბეწვის ხიდზე გაიარა , მგონია ჯობდა ვინოლასის დაბრეიკების მცდელობა სეტპოინტზე , მიეცა მისი მოწოდება და საკუთარი მოწოდებით მშვიდად მოეგო სეტი , თუმცა იმხელა ენერგია შეალია მის მოწოდებას და ემოციურად განიცადა , რომ საკუთარიც დათმო და გადარჩა რომ შეხვედრა არ წააგო . თუმცა შეძლო მობილიზება და აჩვენა ვინოლასს , რატომაც ითვლება , ყველაზე აგრესიულ შემტევად . თანაც , როდესაც , ასეთი სილამაზის გოგო გბალეშიკობს ტრიბუნიდან , რამდენჯერმე დაუყვირა კიდეც , ვინოლასს კი არა , ნებისმიერის დამარცხება შეგიძლია ნიკოლოს . გათავისუფლდი წარსულის ნეგატივისაგან და დარწმუნებული ვარ , არც ათეულია შენთვის მიუწვდომელი . წარმატებები ბასილ .
დათო
…ყოჩაღ ნიკა !!! ძალიან გვანერვიულა, რთული შეხვედრა იყო!!! მაგრამ საბოლოოდ ძალიან გაგვახარა!!! ფსიქოლოგიურდ და ფიზიკურად კარგად არის მოზადებული!!! რამოსი კედელივით იდგა, ყველა ბურთს აბრუნებდა!!! დღეს ნიკას ბადესთან თამშიც გამოუვიდა და მეორე, მესამე სეტში 8 ეისი დააგროვა!!! წარმატება ნიკას ხაჩანოვთან!!!
რამდენი გამოიმუშავა ბასილაშვილმა მუსეტის დამარცხებით და რა წინსვლა ელის რეიტინგში - ქართველი ჩოგბურთელის წარმატება რიცხვებში
ბასილაშვილი: ჩემს ამ ასაკში ასეთი ქამბექის შესრულება სრული სიგიჟეა
უიმბლდონის პირველ წრეში ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია
ძმების დაპირისპირება არ შედგება - ჯობი VS ჯუდს საკლუბო მუნდიალზე ვერ ვნახავთ
მოლაპარაკება შედგა - დევიდი კარიერას "იუვენტუსში" განაგრძობს
ლაკაზეტი საუდის არაბეთის გუნდის ფეხბურთელი გახდა
[VIDEO] "რეალმა" "იუვენტუსს" მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა
სუპერთასი 2025 | "ტორპედომ" მესამე ადგილისთვის მატჩში "იბერია 1999" დაამარცხა
კვლავ NBA-ში, თუმცა არა "სან ანტონიოში" - მამუკელაშვილის მომავალი კლუბი გაირკვა
ბასილაშვილი: ჩემს ამ ასაკში ასეთი ქამბექის შესრულება სრული სიგიჟეა
"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე
არისაბალაგა "ჩელსიდან" "არსენალში" გადავიდა
პსჟ-ს ფეხბურთელი ესპანეთში დაბრუნებას აპირებს
პსჟ ფაბიან რუისს ვერ შეელევა
უდიდესი სენსაცია - ბასილაშვილმა მსოფლიოს მეშვიდე ჩოგანი დაამარცხა!
"ტორპედომ" გვინეა ბისაუს ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
პირველი ვარჯიში ახალ კლუბში - ქოჩორაშვილის პორტუგალიური კარიერა ოფიციალურად დაიწყო
აბრაჰამი წავიდა - ახლა "რომაში" მისი შეცვლის მთავარი კანდიდატი მიქაუტაძეა
"მოსკოვის "დინამოში" თამაში ყველას სურს" - გაგნიძეს დარჩენის ამბავს კარპინი გადაწყვეტს
ეს გუნდი პსჟ არაა - ლუის ენრიკემ მის მიერ გაწვრთნილი საუკეთესო კლუბი დაასახელა
9 თვის შემდეგ - დანი კარვახალი მოედანს უბრუნდება
მახაჩევს გადაუსწრო - ილია თოფურია მსოფლიოს საუკეთესო მებრძოლია!
"ილიასთან სპარინგი მქონდა და ეს მოხდა" - დვალიშვილმა თოფურიასთან ვარჯიშზე ისაუბრა
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რამდენი გამოიმუშავა ბასილაშვილმა მუსეტის დამარცხებით და რა წინსვლა ელის რეიტინგში - ქართველი ჩოგბურთელის წარმატება რიცხვებში
უიმბლდონის პირველ წრეში ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია
ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის კვალიფიკაციის ფინალში გავიდა
უდიდესი სენსაცია - ბასილაშვილმა მსოფლიოს მეშვიდე ჩოგანი დაამარცხა!
ბასილაშვილი: ჩემს ამ ასაკში ასეთი ქამბექის შესრულება სრული სიგიჟეა