ბასილაშვილმა ხაჩანოვიც დაამარცხა და ინდიან უელსის მეოთხედფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამერიკაში მიმდინარე ინდიან უელსის ტურნირის მერვედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა (36) კარენ ხაჩანოვი (რუსეთი, 29) 6:4, 7:6 დაამარცხა. მატჩი 1 საათი და 57 წუთი მიმდინარეობდა.

ბასილაშვილი ხაჩანოვს მეექვსედ შეხვდა და მეოთხედ დაამარცხა.

ნიკოლოზმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო, შემდეგ კი ამერიკელ კრისტოფერ იუბენქსს (194) და ესპანელ ალბერტ რამოს-ვინოლასს (48) სძლია.

ბასილაშვილი 1/4-ფინალში ავსტრალიელ ალექს დე მინორსა (27) და ბერძენ სტეფანოს ციციპასს (3) შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ტურნირის საპრიზო ფონდი  8 359 455 დოლარია.

8
359 455
მკითხველის კომენტარები / 8 /
ყოჩაღ!!! კარგ ფორმაშია.
ჯუჯი
14 ოქტომბერი 2021 11:49
0
საოცარი შეხვედრა ჩაატარა და რა სამწუხაროა , რომ ვერ ვუყურე . გილოცავ ბასილ , როგორც ფოლადი , ყოველი დარტყმის დროს იწრთობა და მაგრდება , შენც სწორედ მასე ხამ , ყოველი თამაშის მერე , ამ ტურნირზე , უფრო და უფრო მიზანდასახული ხდები და მგონია , შენია წელს ეგ ტურნირი . ღმერთმა ხელი მოგიმართოს და ჩვენ არ მოგაკლებთ მხარდაჭერას . გილოცავ და წარმატებები .
ATP 16
14 ოქტომბერი 2021 11:23
1
ვულოცავ უკვე დიდ წარმატებას ნიკას და თუ ციციპასს მოუგო მერე ზვერევი ეყოლება დასმარცხებელი და ამასაც შეძლება - 1000ქულა დაგვხატავს და ათეულს მიუახლოვდება (16-18)!
ირაკლი
14 ოქტომბერი 2021 10:17
0
ნიკოლოზ რა გახდა ეს ჩაწოდებები, თუ არ გამოგდის ნერვებს ნუღარ იშლი, რაც საუკეთესოდ გამოგდის უკნიდან თამაში ის ითამაშე. უამრავი ჩოგბურთელია ვისაც სუსტი ჩაწოდებააქ მაგრამ ახვა რამის ხარჯზე აკომპესირებს, მიდი ციციპასი უნდა გადაყლაპო.
Semi
14 ოქტომბერი 2021 09:30
0
…შენ გენაცვალე ოქროს ადამიანო!!! ძალიან გავახარე!! ციციპასმა ძლივს მოუგო დე მინორს!!! აბა შენ ი ცი ნიკა!!! წარმატება ციციპასთან!!!
დათო
14 ოქტომბერი 2021 09:13
0
ყოჩაღ ნიკა! წარმატებები! შემდეგ მატჩებშიც ასე ითამაშე!
დათო
14 ოქტომბერი 2021 08:04
0
ნიკა, ძაან მაგრა ითამაშე!
გაასწორა!
ბესო შიოშვილი
14 ოქტომბერი 2021 03:57
0
ყოჩაღ, ბიჭო!
გია
14 ოქტომბერი 2021 03:38
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული