ამერიკაში ინდიან უელსის 1000-ქულიანი ტურნირი დასკვნით ფაზაში შევიდა.
მეოთხედფინალში დიდიბრიტანელი კამერონ ნორი (21) არგენტინელ დიეგო შვარცმანს (11) დაუპირისპირდა და მარტივად, 6:0 6:2 დაამარცხა.
"პატარა კაცმა" თავი ვერაფრით გამოიჩინა, ევროპელ მოწინააღმდეგეს კი ყველაფერი გამოუვიდა.
მეორე შეხვედრა გაცილებით საინტერესო გამოდგა. ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი (23) პოლონელ ჰუბერ ჰურკაჩს (23) დაუპირისპირდა და 3 სეტში 3:7 7:4 7:6 დაამარცხა.
ამრიგად, დიეგო და ჰუბერი ასპარეზობას გამოეთიშნენ, გრიგორი და კამერონი კი ნახევარფინალში ერთმანეთს 16 ოქტომბერს დაუპირისპირდებიან.
დღეს, 15 ოქტომბერს, კიდევ 2 მეოთხედფინალური შეხვედრა გაიმართება. ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი (36) ბერძენ სტეფანოს ციციპასს (3) დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.
ასევე ამერიკელი ტაილორ ფრიტცი (39) გერმანელ ალექსანდრ ზვერევს (4) თბილისის დროით 23:20 საათზე დაუპირისპირდება.