ინდიან უელსის მასტერსის 1/4-ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა (36) ბერძენი სტეფანოს ციციპასი (3) 6:4, 2:6, 6:4 დაამარცხა და მასტერსის ტურნირის ნახევარფინალში კარიერაში პირველად გავიდა.

ნიკოლოზი ციციპასს მესამედ შეხვდა, პირველად მოუგო და კარიერაში მეექვსედ დაამარცხა ტოპ-ათეულის ჩოგბურთელი. მან პირველად მოახერხა ათეულის წევრი მოთამაშის სეზონში ორჯერ ძლევა. ეს მისთვის ATP-ის მე-14 ნახევარფინალი იქნება.

ბასილაშვილმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო, შემდეგ კი ამერიკელ კრისტოფერ იუბენქსს (194), ესპანელ ალბერტ რამოს-ვინოლასს (48) და კარენ ხაჩანოვს (რუსეთი, 29) სძლია.

ნიკოლოზი ნახევარფინალში ამერიკელ ტეილორ ფრიტცსა (39) და ალექსანდერ ზვერევს (გერმანია, 4) შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ამ გამარჯვების შედეგად ბასილაშვილი 160 000$-სა და 180 ქულას მიიღებს, რითაც მსოფლიოს 29-ე ჩოგბურთელი გახდება. ფინალში გასვლის შემთხვევაში, ქართველი რეიტინგში კიდევ 2 პოზიციით წაიწევს წინ.

ტურნირის საპრიზო ფონდი 8 359 455 დოლარია.

პეტრე
ისტორიული გამარჯვება მოიპოვა ნიკამ, თუმცა ჩვენთვის ეს საკმარისი არ არის და მეტი გვინდა როგორც მიღწევა ასევე რეიტინგში წინსვლა და ჰონორარიც. ჩემტვის ამ ჰონორარის სიდიდე არ არის საინტერესო უბრალოდ ნიკას თავისი შრომის ფასად ალალად ბევრი ეკუთვნის. მით უმეტეს ხარჯები აქვს ბევრი მისის გუნდი , გადადგილება ცხოვრების ფასები ის გაუმაძღარი უსინდისო ყოფილი ცოლი ... გამარჯვებები და თვითდაჯერება გიმრავლოს ჩვენო ნიკა.
დათო
,,, ძალიან მიხარია, რომ ნიკას გულმხურვალე გულშემატკვრების დიდი არმია უდგას მხარში!!! დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულს!!!
სოსო
მე სილქსპორტზე ვუყურე.ქართველი კომეტატორებით.უბრალოდ სილქსპორტ გე აკრიფეთ.
გაიოზი
გილოცავ ნიკა!!!...წარმატებისთვის და ჩვენი გახარებისთვის მართლაც თავდაჯერებული და ძალიან მონდომებული იყავი!!!...კვლავ შენი იმედი გვაქვს და სულმოუთქმელად მოველით შენს დიდ გამარჯვებას!!!... გაიხარე და ჩვენც გაგვახარე!!!...
ABCABC
გეთანხმები დათო რთული მეტოქეა არსად არ მითქვამს რო უნდა მოეგო, მაგრამ ეს ახლა ის ტურნირია რო შენც და მეც ძალიან გაგვიხარდება რო მოიგოს და იმედია დაღლა დაეტყობა ზვერევთან მატჩის შემდეგ ფრიტცს და შეუსრულებს ნიკოლოზი. 2 სეტში
დათო
…აქ შეგიძლიათ უყუროთ: https://de.sportplus.live/
დათო
ამ თამაშში ნიკამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ღისეული ქართველია !!! პირველ რიგში ადამიანია და შემდეგ სპორტსმენი!!! როდესაც ციციპასი ძალიან ცუდად დავარდა, თამაში შეაჩერა , ამ დროს შეეძლო ცარიელ კორტში ბურთის გადაგდება!!! მაგრამ ეს არ გააკეთა და ქულა წააგო!!! ეს ნიკას აღზრდიდან გამომდინარეა, კიდევ ერთი, მხარეების გაცვლის დროს ბადესთან ყველას უთმობს გასვლას!!!ციციპას შეეძლო გამიზნულად წააეგო შემდეგი გათამაშება , მაგრამ ეს არ გააკეთა!!! უფალი მაღალია , ყველაფერს ხედვს, და ნიკოლოზს , მართალ კაცს ყიველთვის შეეწევა!!!
დათო
… დუბაის შეხვედრაში ფრიტცს( რომი შნაიდერი ბიჭი) 26 ეისი ჰქონდა!!! აქედან 13 ეისი მესამე სეტშში!!! თქვენ თვითონ განსაჯეთ, როგორ უნდა მოუგო ასეთ ჩამწოდებელს!!! იმედია დღეს თავს არ გაიგიჟებს და ნიკა გაიმარჯვებს!!!
EA7
მადლობა ნიკოლოზ❤️
სოსო
ამას წინათაც კითხულობდნენ გულშემატკივრები და მაშინ დავწერე,სად შევდიოდი,თუმცა აღმოჩნდა,რომ გაცილებით უფრო მოკლე გზაც ყოფილა და იმ გულშემატკივარს,ვინც ეს დაწერა,ახლაც მადლობას ვუხდი.უბრალოდ ძებნაზე დააყენეთ "სილქსპორტი" და ეგ არის.სილქ უნივერსალის ჩათვლით,სულ 4 არხია,ოთხივე სპორტული.წუხელ ძალიან კი მიჭედავდა,მაგრამ გაიმარჯვა და რაღას დავეძებ.საოცარი ბრძოლა იყო. ბოლოს,ორი ეისით დაასრულა ნიკამ.ფანტასტიკა!
ATP 16
მოხერხება უნდა იმას , რაც გუშინ ზვერევმა გააკეთა . რაც შეეხება ტეილორ ფრიცს , ზვერევამდე , შედარებით სუსტი ბადე ჰქონდა , თუმცა დამაჯერებლად იგებდა შეხვედრებს . ნუ , ამერიკული სკოლა , ყოველთვის ძლიერი იყო , შეიძლება ვარსკვლავი არ იყოს , თუმცა ყველა სწორ ჩოგბურთს თამაშობს , ეტყობა სისტემურობა . უთიერთ შეხვედრებს რაც შეეხება , თუ არ ვცდები , ჰამბურგის ტურნირზე შეხვდა ბასილა ტეილორს , მეორედ როცა მოიგო , თუ არ ვცდები . სერიოზული შეხვედრა გველის , სრული მობილიზება ჭირდება ბასილას და შეუძლია დამარცხება . წარმატებები ნიკა , ჩვენ მზად ვარ სანერვიულოდ , ოღონდ უნდა მოიგო :)
Semi
ეს რა იყო ! ბრავო ნიკა,. მემგონი ჩემი წინა მატჩის კომენტარი წაიკითხა ჩაწოდებები დაივიწყე და არ ინერვიულო თქო. მაგრამ უნებლიე შეცდომები ძალიან ბევრი იყო, ეგეც გამოასწორე ხანდახან უბრალოდ რბილად გაუშვი,ორი ძლიერი ერთი რბილი მერე ისევ ორი ძლიერი. ფრიცსაც გადაყლაპავ და ფინალიც ჩვენი ოქნება.
ირაკლი
ეს ბიჭი სასწაულმოქმედია და ისეთ სასწაულებს აკეთებს რომ შეიძლება ამ მასტერსის ჩემპიონი ც გახდეს - მით უმეტეს ზვერევმა წაააგო!!!!!!!
ალექსი
სეტანტაზე აჩვენებენ და ევროსპორტზე.თუმცა გეთანხმებით,ერთი ისეთი არხი უნდა აჩვენებდეს,თუნდაც 1 არხი,რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია
მასტერს
აი, მესმის ბრძოლისუნარიანობა! გაიხარე, ნიკა, ამდენი გულშემატკივრის გახარებისთვის!წარმატებები ამ და სხვა ტურნირებში, მეგობარო!
ირაკლი
ყოჩაღ ბასი ყოველთვის მჯეროდა შენი ერთერთი საუკეთესო სპორცმენი საქართველოს ისტორიაში,თუ საუკეთესო არა.ასეთ მნიშვნელოვან თამაშს როარ უჩვენებს სილქუნივერსალი რაღაც სირობა დოღი ვის რაში ჭირდება მაინცდა მაინც ფული უნდა იხადო თამაშს რო უყურო
ABCABC
პირველ რიგში გილოცავ!!მეორე მადლობა რო ასეთი დაუვიწყარი თამაში გვაჩუქე! ალბათ კარიერის ერთ ერთი საუკეთესო შეხვედრა იყო ბევრი მახსოვს შენგან ზვერევიც იყო ფედერერიც რუბლევიც. მოკლედ არმოეშვა და ყველაფერს შეძლებ სლემსაც კი. ასე მინიმალური შეცდომები და კაცი შვილო არაა მომგები. ახლა ფრიტზს ხვდები და მე მჯერა შენი, ნახევარფინალში სახლში უფრო მაგარი გაგიმწარებია (ზვერევი ჰამბურგი) ხოდა მიდი ასწავლე ჭკუა ამ ამერიკელსბოლო კი წააგე მაგრამ რევანშის დროა ისიც თუ წაგებაიყო 3 სეტში ტაი ბრეიკში. მე მჯერა მჯერა კი არა დარწმუნებული ვარ რო ხვალ ფინალს დადებ და დიმიტროვს მიუჩენ თაის ადგილს! რამდენი გბალეშიკობთ ხომ ხედავ! ხოდა აბა შენ იცი ლუკასთვის
ATP 16
ვისაც სილქსპორტის არხები არ აქვს , ან სილქტივიზე ანდა სპორტპლუს ლაივზე შეგიძლიათ უყუროთ ხოლმე . სილქ უნივერსალი , როგორც წესი არ აჩვენებს .თუმცა მართალი ხართ , ასეთი დონის შეხვედრები სადაც შენი ქვეყნის წარმომადგენელი თამაშობს , უნდა გაუშვა , რომ ყველამ უყუროს .
ქობულეთიდან
ლაივსქორის მეშვეობით ვგებულობდი მატჩის მიმდინარეობას. სირცხვილია და მეტი არაფერი, ქართველი კაცი მასტერსის 1/4 ფინალის მატჩს ატარებს, და არცერთი ტელევიზია არ აჩვენებს, გეგონება ასეთი რამით ხშირად ვიყოთ განებივრებული.სამაგიეროდ პოლიტიკით გაუჭეჭყეს ტვინი ხალხს, ტელევიზორის ჩართვა აღარ მოგინდება ადამიანს. წარმატებები ნიკოლოზ, კიდევ ბევრჯერ გესახელებინოს საქართველო!
fani
უფლისგან და ერისგან დალოცვილი იყავი ნიკა, შენთვის ძვირფას ყველა ადამიანთან ერთად. რამხელა სიხარული მოგვანიჭე ამ რთულ დროში, როდესაც ასეთ სიმაღლეზე აიყვანე ჩვენი ბედკრული სამშობლოს სახელი - ღირსეული ქართველი ხარ და გამარჯვებები არ მოგეშალოს!
ნათი
გაიხარე შვილო,კიდევ ბევრჯერ ასახელე საქართველო.იმრავლოს შენისთანა შრომისმოყვარე ახალგაზრდებმა. წარმატებები
ტყეშელაანთ გიჟი
შენი გამჩენის ჭირიმე, შენი! კაცი ყოფილხარ ჩოგნის დამშვენი. ოქრო ხარ და თუ ფინალში გახვალ მთლად ბრილიანტად გადაიქცევი!

შენ გაიხარე ხალხის და შენი ვაჟკაცის გახარებისთვის. გილოცავს მთელი ერი. თურმე თბილისს არ ძინავს რაც ძალიან კარგია. ეს რახიტი ტელევიზიები ამდევ უვარგისს პოლიტიკოსად წოდებულ ხლამს რომ აჩვენებს მთელი დღე, ესეთი თამაშები რომ გადმოსცეთ დაგიჭერენ ?????????????????????
აევკლ
უძლიერესი ქართველი სპორტსმენი. მართლა მაგარია. თუ ინდიანას ტურნირი მოიგო ძეგლი დაუდგით ამ კაცს
mmm
მადლობა ნიკას , სულ ესეთი გახარებული ყოფილიყავი შენ და მთელი ქვეყანა. მაგარი დღე იყო, ღირდა ნერვიულობა. წარმატებები პირადში და კორტზე. თურმე ძაააააალიან ბევრი ხალხი გბალეშჩიკობს და ესეც უნდა იყოს. გაიხარე - გაგვახარე
სოსო
აუ,დამაწყდა ნერვები!2-3 რომ გახდა,მეგონა გატყდა მეთქი,უკვე მიჭირდა ყურება და თურმე სად ხარ!დამაგვირგვინებელი ბოლო ორი დარტყმა და ორი ეისი!ეს მართლაც ფანტასტიკა იყო.გილოცავთ მეგობრებო!გილოცავ ნიკა!
დათო
გადამეტების გარეშე ეს იყო ისტორიული მატჩი. მსოფლიოს მესამე ჩოგანი დამარცხებულია. ციციპასი არ არის ჩვეულებრივი ჩოგბურთელი მომავლის ბიჭია და მედვედევთან ერთად შემდეგ წლებში რეიტინგის ლიდერობის მთავარი ფავორიტია. პირველად მასტესრსის ნახევარფინალში და ღმერთმა ქნას რომ მოიგოს ნიკამ. სადაც ციციპას მოუგო იქ ზვერევის დამარცხებაც თავისუფლად შეიძლება. ბრავო ბრავო და ბრავო !!!
gori
დღეს მაინც განუმეორებელი იყავი, როგორ გაახარე ერი ალბათ ხვდები. მადლობა ესეთი მაგარზე მაგარი მატჩისთვის. სანიმუშო იყავი დღეს, შეუბერე ბოლომდე
georgian
ყოჩაღ ნიკა, გილოცავ და წარმატებას გისურვებ. ფინალში მინდა გნახო!!
თამაზი
ყოველგვარი კუნტრუშის და გულში მჯიღის ცემის გარეშე!იშრომა,იომა,გული ჩადო და მოიგო და გაგვახარა.ა კაცი,ჩვენ კი არა გვგავს.
War
გილოცავ ნიკა, მეამაყები. ეხლა გამოხტებიან ის ბანძი ქალები და ატეხავენ წიკვინს, ასე იქცევიან ყველა სერიოზული თამაშის წინ რომ წყობიდან გამოიყვანონ.
გიო
შენ გაიხარე ლუკასისა და ქართველების გახარებისთვის. როცა გინდა მაგარი ხარ კვადრატში და დღეს ესეთი იყავი. მადლობა სასიამოვნო ნერვიულობისთვის
Giusha3232
ცოლმა არ გაუგოს რა თანხა მოიგო
გივი
ბასილა ხო მაგარია და გულია...აი თქვენ ყველა ვინც ახლა წერთ აქ კომენტარებს, თქვენც ყველა ჯიგრები და გულები ხართ! გაკოცეთ ყველას!
Biannkoneri
გენაცვალე ნიკოოო!

რომ იცოდე როგორ დაგლიჯე, მაგარი ხარ და ხანდახან მალავ ამას
ქომაგი
ბრავოოოოოოო! ნახევარფინალში ზვერევი (სავარაუდოდ) დავამარცხოთ და მერე ჩემპიონობაზეც შეიძლება ფიქრი, იქითა ნახევარფინალში ისეთი არავინაა, ნიკამ რომ ვერ მოუგოს! არ მოდუნდე ნიკა, ორი ნაბიჯია ისტორიულ გამარჯვებამდე!!!
დათო
…ნიკა შენ ხარ გმირი!!! მადლობა შენ ,ასე რომ გაგვახარე!!! მასტერსის ნახევარფინალი , უზარმაზარი წარმატებაა!!! ფიზიკის და ფსიქიკის ასეთი ჰარმონია, საოცარია!!! დიდი მადლობა შენი გულშემატკივრის გახარებისთვის!!!❤️❤️❤️
მწრთვნელი
ეგ არის! დაამარცხა ეს აყლაყუდა!
დათო
გაიხარე ნიკა! აბა შენ იცი, მოიგე ეს ტურნირიც!
არჩი
ჯიგარი ხარ, ნიკა! გამარჯვება შვილს - ლუკასს მიუძღვნა.
ლომი
შენ გენაცვალე საქართველოს სიამაყე. ღმერთმა ყოველთვის ხელი შეგიწყოს.
Nukri
ყოჩაღ
გიორგი ვარშავიდან
ფინალში მინდა გნახო ნიკა , ის ზვერევი დაამარცხე თუ ღმერთი გწამს !
არჩი
ჯიგარი ხარ, ნიკა! გამარჯვება შვილს - ლუკასს მიუძღვნა.
Solo
ბრავო ნიკოლოზ!!
ყოჩაღი ოლეგი
აბა, მოიმარჯვეთ კალკულატორი და თვალეთ რიცხვები :)) ნიკოლოზ, შენ გაიხარე ჩვენი გახარებისთვის. მრავალი გამარჯვება მომავალში და იმდენის გამომუშავება, რომ თვლაში დაგეღალოს მრავალი!!!
ATP 16
ბრავოოოო ნიკააააა !!! ბრავოოო!!! საამაყო კაცი ხარ !!!
რამდენი გამოიმუშავა ბასილაშვილმა მუსეტის დამარცხებით და რა წინსვლა ელის რეიტინგში - ქართველი ჩოგბურთელის წარმატება რიცხვებში
ბასილაშვილი: ჩემს ამ ასაკში ასეთი ქამბექის შესრულება სრული სიგიჟეა
უიმბლდონის პირველ წრეში ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია
მუსიალას დაახლოებით 5 თვის გამოტოვება მოუწევს
ტერ შტეგენს სერია A-ს ვარიანტი გამოუჩნდა
ჩაომ "კომოს" ბოლო მომენტში უარი უთხრა და პრემიერ ლიგის ვარიანტი აქვს
უოლკერი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა და ახალ გუნდში ჩაირიცხა
"რეალმა" "დორტმუნდს" სძლია და ნახევარფინალში პსჟ-ს შეხვდება
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბაიერნთან" მატჩში?
პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!
[VIDEO] ორი გაძევება და გოლის აღნიშვნა ჟოტას სტილში - 9-კაციანმა პსჟ-მ "ბაიერნს" მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
[VIDEO] მუსიალას საშინელი ტრავმა და დონარუმას ცრემლები
პსჟ-ს და "ბაიერნის" პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა
"ბაიერნთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლი" "ფიორენტინას" თავდამსხმელის შეძენას შეეცდება
U15 | სასელექციო პროექტი დასრულდა - ქუთაისში რეგიონულ ნაკრებთა მატჩი გაიმართა
"რეალმა" როდრიგოს გაყიდვა გადაწყვიტა - ბრაზილიელის დამატება "არსენალს" სურს
16 წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე ლატვიაში მოემზადება
"ლივერპულის" დიდებული ჟესტი ჟოტას ოჯახის მიმართ
პარტეის 5 გაუპატიურებისა და 1 სექსუალური შევიწროების საქმეზე ბრალი წარედგინა
[VIDEO] როცა სიტყვები ზედმეტია - რუბენ ნევეშისა და ჟოაო კანსელოს რეაქცია ჟოტასთვის მიძღვნილი წუთიერი დუმილის დროს
"ჩელსიმ" "პალმეირასი" დაამარცხა და ნახევარფინალში ითამაშებს [VIDEO]
პსჟ VS "ბაიერნი" - კვარაცხელია და კეინი კარგ ფორმაში არიან!
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
ქამბექი არ შედგა - ბასილაშვილი სონეგოსთან დამარცხდა
რამდენი გამოიმუშავა ბასილაშვილმა მუსეტის დამარცხებით და რა წინსვლა ელის რეიტინგში - ქართველი ჩოგბურთელის წარმატება რიცხვებში
უიმბლდონის პირველ წრეში ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია
უდიდესი სენსაცია - ბასილაშვილმა მსოფლიოს მეშვიდე ჩოგანი დაამარცხა!
ბასილაშვილი: ჩემს ამ ასაკში ასეთი ქამბექის შესრულება სრული სიგიჟეა