ბასილაშვილმა ციციპასს ისტორიული მატჩი მოუგო! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინდიან უელსის მასტერსის 1/4-ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა (36) ბერძენი სტეფანოს ციციპასი (3) 6:4, 2:6, 6:4 დაამარცხა და მასტერსის ტურნირის ნახევარფინალში კარიერაში პირველად გავიდა.

ნიკოლოზი ციციპასს მესამედ შეხვდა, პირველად მოუგო და კარიერაში მეექვსედ დაამარცხა ტოპ-ათეულის ჩოგბურთელი. მან პირველად მოახერხა ათეულის წევრი მოთამაშის სეზონში ორჯერ ძლევა. ეს მისთვის ATP-ის მე-14 ნახევარფინალი იქნება.

ბასილაშვილმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო, შემდეგ კი ამერიკელ კრისტოფერ იუბენქსს (194), ესპანელ ალბერტ რამოს-ვინოლასს (48) და კარენ ხაჩანოვს (რუსეთი, 29) სძლია.

ნიკოლოზი ნახევარფინალში ამერიკელ ტეილორ ფრიტცსა (39) და ალექსანდერ ზვერევს (გერმანია,
4) შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ამ გამარჯვების შედეგად ბასილაშვილი 160 000$-სა და 180 ქულას მიიღებს, რითაც მსოფლიოს 29-ე ჩოგბურთელი გახდება. ფინალში გასვლის შემთხვევაში, ქართველი რეიტინგში კიდევ 2 პოზიციით წაიწევს წინ.

ტურნირის საპრიზო ფონდი 8 359 455 დოლარია.

მკითხველის კომენტარები / 48 /
უძლიერესი ქართველი სპორტსმენი. მართლა მაგარია. თუ ინდიანას ტურნირი მოიგო ძეგლი დაუდგით ამ კაცს
აევკლ
16 ოქტომბერი 2021 01:13
1
ყოჩაღ ნიკა, გილოცავ და წარმატებას გისურვებ. ფინალში მინდა გნახო!!
georgian
16 ოქტომბერი 2021 00:54
1
ბასილა ხო მაგარია და გულია...აი თქვენ ყველა ვინც ახლა წერთ აქ კომენტარებს, თქვენც ყველა ჯიგრები და გულები ხართ! გაკოცეთ ყველას!
გივი
16 ოქტომბერი 2021 00:47
0
ყოველგვარი კუნტრუშის და გულში მჯიღის ცემის გარეშე!იშრომა,იომა,გული ჩადო და მოიგო და გაგვახარა.ა კაცი,ჩვენ კი არა გვგავს.
თამაზი
16 ოქტომბერი 2021 00:52
1
ყოჩაღ
Nukri
16 ოქტომბერი 2021 00:32
0
გაიხარე შვილო,კიდევ ბევრჯერ ასახელე საქართველო.იმრავლოს შენისთანა შრომისმოყვარე ახალგაზრდებმა. წარმატებები
ნათი
16 ოქტომბერი 2021 01:38
0
შენ გაიხარე ლუკასისა და ქართველების გახარებისთვის. როცა გინდა მაგარი ხარ კვადრატში და დღეს ესეთი იყავი. მადლობა სასიამოვნო ნერვიულობისთვის
გიო
16 ოქტომბერი 2021 00:49
0
გადამეტების გარეშე ეს იყო ისტორიული მატჩი. მსოფლიოს მესამე ჩოგანი დამარცხებულია. ციციპასი არ არის ჩვეულებრივი ჩოგბურთელი მომავლის ბიჭია და მედვედევთან ერთად შემდეგ წლებში რეიტინგის ლიდერობის მთავარი ფავორიტია. პირველად მასტესრსის ნახევარფინალში და ღმერთმა ქნას რომ მოიგოს ნიკამ. სადაც ციციპას მოუგო იქ ზვერევის დამარცხებაც თავისუფლად შეიძლება. ბრავო ბრავო და ბრავო !!!
დათო
16 ოქტომბერი 2021 01:04
0
რომ იცოდე როგორ დაგლიჯე, მაგარი ხარ და ხანდახან მალავ ამას
???????????????
16 ოქტომბერი 2021 00:43
1
მადლობა ნიკას , სულ ესეთი გახარებული ყოფილიყავი შენ და მთელი ქვეყანა. მაგარი დღე იყო, ღირდა ნერვიულობა. წარმატებები პირადში და კორტზე. თურმე ძაააააალიან ბევრი ხალხი გბალეშჩიკობს და ესეც უნდა იყოს. გაიხარე - გაგვახარე
mmm
16 ოქტომბერი 2021 01:11
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული