ბასილაშვილმა ციციპასს ისტორიული მატჩი მოუგო! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინდიან უელსის მასტერსის 1/4-ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა (36) ბერძენი სტეფანოს ციციპასი (3) 6:4, 2:6, 6:4 დაამარცხა და მასტერსის ტურნირის ნახევარფინალში კარიერაში პირველად გავიდა.

ნიკოლოზი ციციპასს მესამედ შეხვდა, პირველად მოუგო და კარიერაში მეექვსედ დაამარცხა ტოპ-ათეულის ჩოგბურთელი. მან პირველად მოახერხა ათეულის წევრი მოთამაშის სეზონში ორჯერ ძლევა. ეს მისთვის ATP-ის მე-14 ნახევარფინალი იქნება.

ბასილაშვილმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო, შემდეგ კი ამერიკელ კრისტოფერ იუბენქსს (194), ესპანელ ალბერტ რამოს-ვინოლასს (48) და კარენ ხაჩანოვს (რუსეთი, 29) სძლია.

ნიკოლოზი ნახევარფინალში ამერიკელ ტეილორ ფრიტცსა (39) და ალექსანდერ ზვერევს (გერმანია,
4) შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ამ გამარჯვების შედეგად ბასილაშვილი 160 000$-სა და 180 ქულას მიიღებს, რითაც მსოფლიოს 29-ე ჩოგბურთელი გახდება. ფინალში გასვლის შემთხვევაში, ქართველი რეიტინგში კიდევ 2 პოზიციით წაიწევს წინ.

ტურნირის საპრიზო ფონდი 8 359 455 დოლარია.

მკითხველის კომენტარები / 48 /
ლაივსქორის მეშვეობით ვგებულობდი მატჩის მიმდინარეობას. სირცხვილია და მეტი არაფერი, ქართველი კაცი მასტერსის 1/4 ფინალის მატჩს ატარებს, და არცერთი ტელევიზია არ აჩვენებს, გეგონება ასეთი რამით ხშირად ვიყოთ განებივრებული.სამაგიეროდ პოლიტიკით გაუჭეჭყეს ტვინი ხალხს, ტელევიზორის ჩართვა აღარ მოგინდება ადამიანს.
წარმატებები ნიკოლოზ, კიდევ ბევრჯერ გესახელებინოს საქართველო!
ქობულეთიდან
01:54 16-10-2021
3
შენ გენაცვალე საქართველოს სიამაყე. ღმერთმა ყოველთვის ხელი შეგიწყოს.
ლომი
00:32 16-10-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული