ნიკოლოზი ციციპასს მესამედ შეხვდა, პირველად მოუგო და კარიერაში მეექვსედ დაამარცხა ტოპ-ათეულის ჩოგბურთელი. მან პირველად მოახერხა ათეულის წევრი მოთამაშის სეზონში ორჯერ ძლევა. ეს მისთვის ATP-ის მე-14 ნახევარფინალი იქნება.
ბასილაშვილმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო, შემდეგ კი ამერიკელ კრისტოფერ იუბენქსს (194), ესპანელ ალბერტ რამოს-ვინოლასს (48) და კარენ ხაჩანოვს (რუსეთი, 29) სძლია.
ნიკოლოზი ნახევარფინალში ამერიკელ ტეილორ ფრიტცსა (39) და ალექსანდერ ზვერევს (გერმანია, 4) შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
ამ გამარჯვების შედეგად ბასილაშვილი 160 000$-სა და 180 ქულას მიიღებს, რითაც მსოფლიოს 29-ე ჩოგბურთელი გახდება. ფინალში გასვლის შემთხვევაში, ქართველი რეიტინგში კიდევ 2 პოზიციით წაიწევს წინ.
ტურნირის საპრიზო ფონდი 8 359 455 დოლარია.
გამარჯვებები და თვითდაჯერება გიმრავლოს ჩვენო ნიკა.