ბასილაშვილმა ციციპასს ისტორიული მატჩი მოუგო! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინდიან უელსის მასტერსის 1/4-ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა (36) ბერძენი სტეფანოს ციციპასი (3) 6:4, 2:6, 6:4 დაამარცხა და მასტერსის ტურნირის ნახევარფინალში კარიერაში პირველად გავიდა.

ნიკოლოზი ციციპასს მესამედ შეხვდა, პირველად მოუგო და კარიერაში მეექვსედ დაამარცხა ტოპ-ათეულის ჩოგბურთელი. მან პირველად მოახერხა ათეულის წევრი მოთამაშის სეზონში ორჯერ ძლევა. ეს მისთვის ATP-ის მე-14 ნახევარფინალი იქნება.

ბასილაშვილმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო, შემდეგ კი ამერიკელ კრისტოფერ იუბენქსს (194), ესპანელ ალბერტ რამოს-ვინოლასს (48) და კარენ ხაჩანოვს (რუსეთი, 29) სძლია.

ნიკოლოზი ნახევარფინალში ამერიკელ ტეილორ ფრიტცსა (39) და ალექსანდერ ზვერევს (გერმანია,
4) შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ამ გამარჯვების შედეგად ბასილაშვილი 160 000$-სა და 180 ქულას მიიღებს, რითაც მსოფლიოს 29-ე ჩოგბურთელი გახდება. ფინალში გასვლის შემთხვევაში, ქართველი რეიტინგში კიდევ 2 პოზიციით წაიწევს წინ.

ტურნირის საპრიზო ფონდი 8 359 455 დოლარია.

მკითხველის კომენტარები / 48 /
გენაცვალე ნიკოოო!
Biannkoneri
16 ოქტომბერი 2021 00:43
0
რომ იცოდე როგორ დაგლიჯე, მაგარი ხარ და ხანდახან მალავ ამას
???????????????
16 ოქტომბერი 2021 00:43
1
ბრავოოოოოოო! ნახევარფინალში ზვერევი (სავარაუდოდ) დავამარცხოთ და მერე ჩემპიონობაზეც შეიძლება ფიქრი, იქითა ნახევარფინალში ისეთი არავინაა, ნიკამ რომ ვერ მოუგოს! არ მოდუნდე ნიკა, ორი ნაბიჯია ისტორიულ გამარჯვებამდე!!!
ქომაგი
16 ოქტომბერი 2021 00:38
2
…ნიკა შენ ხარ გმირი!!! მადლობა შენ ,ასე რომ გაგვახარე!!! მასტერსის ნახევარფინალი , უზარმაზარი წარმატებაა!!! ფიზიკის და ფსიქიკის ასეთი ჰარმონია, საოცარია!!! დიდი მადლობა შენი გულშემატკივრის გახარებისთვის!!!❤️❤️❤️
დათო
16 ოქტომბერი 2021 00:37
0
ეგ არის! დაამარცხა ეს აყლაყუდა!
მწრთვნელი
16 ოქტომბერი 2021 00:33
0
გაიხარე ნიკა! აბა შენ იცი, მოიგე ეს ტურნირიც!
დათო
16 ოქტომბერი 2021 00:33
0
ჯიგარი ხარ, ნიკა!
გამარჯვება შვილს - ლუკასს მიუძღვნა.
არჩი
16 ოქტომბერი 2021 00:33
0
შენ გენაცვალე საქართველოს სიამაყე. ღმერთმა ყოველთვის ხელი შეგიწყოს.
ლომი
16 ოქტომბერი 2021 00:32
0
ყოჩაღ
Nukri
16 ოქტომბერი 2021 00:32
0
ფინალში მინდა გნახო ნიკა , ის ზვერევი დაამარცხე თუ ღმერთი გწამს !
გიორგი ვარშავიდან
16 ოქტომბერი 2021 00:32
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული