უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში ნიკოლოზ ბასილაშვილის ინდიან უელსის ტურნირის ფინალში გასლის შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

როგორც ის წერს, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ბასილაშვილის წარმატების შემდეგ მასზე შეტევას ახორციელებენ.

"არსებობს მამრების ქვე-კატეგორია, რომელიც ისტერიულად მთაგავს ნიკოლოზ ბასილაშვილის სპორტულ წარმატებაზე, (მარცხის დროს არ მაწუხებენ).

ამ მამრების აზრით:

1. ბასილაშვილმა თამაში/ტურნირი პირადად მე მომიგო;

2. ამით მიმტკიცებენ, რომ ბასილაშვილი კარგი სპორტსმენია, (ოღონდ მე არასდროს შემიფასებია მისი სპორტსმენობა);

3. მიმანიშნებენ, რომ ჩემპიონებს ცოლის ცემა ეპატიებათ, რადგან გამარჯვებული ყოველთვის მართალია.

პ.ს. თქვენ მოგიყევით, თორემ იმათი კოგნიტური უნარების პირობებში, არა მგონია, ოდესმე რამეს მიხვდნენ.", - წერს პატარაია.

აქვე გეტყვით, რომ ბასილაშვილი ფინალურ შეხვედრაში 18 ოქტომბერს შუა ღამით, 03:00 საათზე, ბრიტანელ ქამერონ ნორის დაუპირისპირდება.

tngh
რა უნდა ამ ქალბატონს??? რატომ ერევა სხვების პირად ცხოვრებაში ასე სახალხოდ??? რა უფლებით...
L.E.S
ამ ადამიანს(ბაია პატარაია) თავისი მკვეთრად ჩამოყალიბებული აზრის აქვს იმაზე რომ ასე ვთქვათ "ყველაფერში კაცები არიან დამნაშავეები"... კი ბატონო ჰქონდეს თავისი აზრი... რომ იტყვიან რამდენი ადამიანიცაა იმდენი აზრია... თუმცა კითხვაა რატომ გვიაქტუალურებთ ამ ადამიანს?! რატომ ვისმენთ მის აზრებს სპორტულ განყოფილებაში?! ჰქონედს თავისი აზრები თავისთვის ხომ შეიძლება...
აბა შენა ხარ
რანაირი ადამიანის უფლებების დამცველი ხარ ამდენი ბოღმის, სიძულვილის და უარყოფითი ემოციების მატარებელი არსება. ნეტა შენ გნახო დაოკებული და დაწყნარებული, მაგრამ ... ვერ დალევს კაცი ამდენს.
ვაჟა
დანაშაულის დაფარვისათვის ამდენი ხნით და მხოლოთ თავის სასარგებლოდ მრავალი წლის მერე აღიარებისთვის ვინ დავიჭიროთ ხომ არ იცით ბაბუცა ჯან.
kaxela
ბაი რა გინდა გენაცვალე რატო არ ასვენეფ ამ ლეგენდა კაცს
არტ
პატარაია, აი, არანაირად არ ვფიქრობდი რამის დაწერას, ნეტა სხვა არაფერი პრობლემა არ გვქონდეს ამ ქვეყანაში, შენ რას გიწერენ და რას არა, მაგრამ მოდი ერთი დაშვება დავუშვებ, რომ მართლა არ გესმის რატომ არ იწვევს არანაირ თანაგრძნობას ნიკას ცოლი ნელი. აქ მთავარი ნიკას წარმატებულობა არ არის და არც ის, რომ ჩემპიონი ყოველთვის მართალია, თავს ნუ იტყუებ. (ეგეთი ჩემპიონებისათვის "გადაუვლიათ"?) უბრალოდ ცუდად ყარს ეგ საქმე შურისძიებით და ფულით და ეგაა მთავარი. გაუმაძღარი და ყოფილი ქმრის მიერ ახალი საცოლის გამოჩენით გაბოროტებული ქალის შურისძიებას გავს. რატომ? გადაიკითხე საქმე , სცადე სხვისი თვალით შედხედო, სხვისი თვალით, რომელიც ხედავს, რომ მაშინვე არ ამოიღო ხმა, და მაინცადამაინც ახალი საცოლის გამოჩენის შემდეგ გაახსენდა, და რომ საკმაოდ დიდი თანხა და ქონება მისცა ნიკამ და ასე შემდეგ და თუ მოინდომებ, მიხვდები. და კიდევ, მაგ საქმით ბევრ, მართლა დაჩაგრულ ქალს უფუჭებ საქმეს და თუ კარგად დაფიქრდები და მართლა გაინტერესებს, ამასაც მიხვდები რატომ. დანარჩენი შენი საქმისა შენ იცი.
სიმართლე
ბიჭო ნუ ჭორაობ დედაკაცივით
Kaxa
Rato ase kategoriulad eswrebodi roca scemda iqneb igonebs qalbatoni ratom ar ushveb aset albatobas da magis mere gagineben mkvdar da cocxals
giorgi
აუ.... ყველას მობეზრდა ეს შენი ბალამუტი რა. ყველა მოძალადეები ვართ ქალიან კაციანად და შეგვეშვი რა. დაგვტოვე აზრი არ აქ შენ ბალამუტს 99,9 პრონცენტი ვართ. შენ ხარ ძალადობის მსხვერპლი შვილო და მთელ ქვეყანას გვაბრალებ. მოდი რა შეგვეშვი. ჩვენ ჩვენი წარმატებული ქალებიც და მამაკაცებიც გვახარებს. და სახლში ცოლ-ქმარი როგორ ჩხუბობენ არ გვაღელვებს. გათხოვდი და შენც მიხვდები შვილო, რომ ეს შენი ბალამუტი ამ ქვეყანაში ზედმეტია.
ქვე-კატეგორია..
ბაბუც! გირჩევნია დაოკდე, თორე ბუა მოვა და შეგახრამუნებს.
Talo
მეტი ძალადობის მსხვერპლი ქალი... მეტი დაფინანსება ფონდებიდან...
გოგა
ბაია, ის გაიხსენეს ერთ საქმეზე, ზუგდიდში, მსჯავრდებულის ოჯახის წევრებს როგორ უთზარი: იმედია ციხეში ჩალპება თქვენი ახლობელი,თან კამერების წინ თქვი ეს
პაპა
მოკლედ წარმატებას მიაღწევს და ეგრევე დაიწყებენ წკმუტუნს, ეტყობა ბაბუცაც წილში ყავს ცოლყოფოლს, იმას კი არ ამბობს წელიწადნახევარი რომ არ ანახვებენ მამას ბავშვს.

ეს ქალი დააბით - ჯერ 18 წლამდე მორაგბეებმა იკაცეს, ეხლა ბასილაშვილმა. ფინალიც თუ მოიგო, ტანსაცმლიანად გაგიჟდება. წარმომიდგენია, ოლიმპიადაზე რა დაემერთებოდა
N
ეს ვიღას დაჰკარგვია, ნეტავ?!
ლიახვისპირელი
მაგ ქლს არავინ გამოუჩნდა, რომ დაამშვიდოს? რა მაგისი საქმეა, მოხსნიან ნიკას ტურნირიდან, თუ არა?!
Tazo
ამას მემგონი სიამოვნებს ხალხი რომ აგინებს ისე სიამოვნება რომ აკლია ამიტომაც არის ალბათ ასეთ დღეში
სოსო
ერთი ამას,ჰკითხეთ რას ნიშნავს ქართულად კოგნიტობა და პასუხი ინტერნეტში არ მოაძებნინოთძალიან მეეჭვება,რომ იცოდეს.
ვალერიანი
დიახ! არიან ადამიანები ვინც თავისი ქვეყნისათვის იმდენი გააკეთესრომ მათ უბრალოთ მათი შეცდომები და პატარ პატარა გადაცდომები უნდა ეპატიოთ და მიუტევოთ. მე ამ ადამიანს რომ ვუყურებ ვერ წარმომიდგენია და არა მჯერავ ის რასაც თქვენ ამტკიცებთ რომ მან საკუთარი ცოლი წიხლქვეშ გაიგდო და სასტიკად სცემ. იმიტომ რომ ეს ადამიანი იმდენად ღირსეულად მოკრძალებული და გაწონასწორებული პიროვნებაა რომ გონივრული ეჭვი მიჩნდება იმისა რომ თქვენ ამ ყველაფერს უბრალოდ მის ყოფილ მეუღლესთან ერთად იგონებთ და შეცდომაში შეგყავთ ადამიანები და რომ დაუშვათ ეს ამბავი სიმართლე იყოს წკუა არ უნდა ქონდეს ადამიანს მის ყოფილ მეუღლეს ვგულისხმობ რომ იმ მდგომარეობამდე მიიყვანო შენი უგონობით რომ ხელი დაგარტყას! კი პატარ-პატარა გადაცდომები და ჩოდვები ჩვენ ყვალასა გვაქვს. მეც მქონია შემთხვევა როდესაც ჩემი საყვარელი მეუღლისათვის მიწყენიებია მისი უგუნური საქციელის გამო მაგრამ იმდენი ტვინი ორივეს გვეყო ჩვენს ოჯახურ საქმეში სხვები არ ჩაგვერია და უბრალოდ ადამიანურად გადაგვეწყვიტა ჩვენი გაუგებრობები. მაგრამ აქ ეტყობა საქმე უფრო სხვაგვარად არის და ვიღაც ვიღაცეებს უფრო სხვა მატერიალური ინტერესები აქვთ რომ ამ ადამიანს ბოლომდე გამოწურონ მისი შრომითა და ოფლით მიღებული სარგო. რა არის იცით! ადამიანები პირველ რიგში საკუთარი თავისა და ღმერთის წინაშე უნდა იყონ მაამართალნი და მე ვფიქრობ რომ ნიკა ღმერთისა და საკუთარი შვილის წინაშე ცამდის მართალია და ის ცრემლები რაც მას მის გამო სულში ჩაჰღვრია წმინდაა, სუფთა და სპეტაკი. ამ შემთხვევაში იმათმა მეტად იჯავრონ საბრალონმან, ვისაც ეშმაკნი მოერიენ და განსაცდელში არიან და ვერ პოულობენ გზას რომ ღმერთს წყალობა სთხოვონ და ცოდვანი მატი მოინანიონ.
Levani
შენც ადექი და ვინმე ლუზერს ჩააცივდი,ვინმე ფეხბურთის მოღვაწეს-მაშინ შენ "მოიგებ".. ააა,ფულის სუნი ბასილაშვილთან გცემს? მაშინ ხო,მაშინ ხო..
ATP 16
ზოგადად , ძალადობრივი საზოგადოებრივი ცხოვრების წესის , ყველანაირად წინააღმდეგი ვარ , დაუშვებელია . თუმცა , ის რაც დღეს ზოგადად სამყაროში ხდება , მგონია ადამიანური ფასეულობებისა და მორალური წეს-ჩვეულებების მიმართ ყველაზე დიდი ძალადობაა , ვითომ ადამიანთა უფლებების დაცვის კუთხით . კომპლექსურია ეს პრობლემები და ცალმხრივად მისი განხილვა არ შეიძლება . თუ ავიღებთ , ოჯახს , სადაც ქმარი შედარებით სუსტია და ქალი ძლიერი , იქაც იქნება ძალადობის ფაქტები . ძალადობის მცნებით , მამრობით სქესზე თავდასხმა , ჩვეულებრივი დისკიმინაციაა , რადგან ქალს შეუძლია ფსიქოლოგიური ძალაფობით , ფიზიკური ძალადობის მახვერპლად გამოაჩინოს თავი . ხო და ამას მე ვიცი რაც მოყვება , იცხოვრებთ კაცთან 30 წელი და გერქმევათ მეგობარი გოგონა და იოცნებებთ ქორწილოს კაბაზე . მერე გასწორდება ბევრი რამე ორივე მხარისათვის .
ტასო ბებოს
ტასო ბებო, გაიხარეთ, მაგრად გაგვაცინეთ.
REAL MADRID
ბაბუც შენ და ნელიმ ძველი ქართული გამონათქვამი რომ არის, ის უქენით ერთმანეთს!აი ეგრეე! არ წაიღოო ტვინიი
sormona
სწორად გწერენ ბაია, შენ და შენნაირებს მოუგო ზუსტად!
რ ე ა ლ ო ბ ა
ამ ბოღმა არაქალის ბოდიალს რატო აქცევთ ყურადღებას რატო აქვეყნებთ? ბასილაშვილის ყველა წარმატებაზე ანალოგიურად იბოღმება, რაც მეტ წარმატებას აღწევს ჩვენი ბასილა იმდენმაგად იბოღმება... ნუ აქცევთ ამის ბოღმებს ყურადღებას, დაე ჩაიხრჩოს საკუთარ ბოღმაში ესაც და ამისნაირი დოროყაშვილიც სკდებიან ალბათ ბასილას წარმატებაზე... წინ წინ წინ ბასილ მთელი საქართველო გბალეშიკობთ. ანგელოზი შეყვარებული გყავს და მასთან ბედნიერებას გისურვებთ
ტასო ბებო.
ოჰ, ნეტავ ეს ქალი თმებით მომაჩეჩინა? სულ ბურდღა, ბურდღა, დავაცლიდი მაგ ქოჩორს. ნიკა შვილო, ამ გიჟებს არ მიაქციო ყურადღება, რაც მთავარია ქართველ ხალხს უყვარხარ!
დათო
… ჩაუდენია რას ნიშნავს???!!! თუ ჩადენის მომენტში მოხდა ფაქტის ფიქსირება კიდევ მესმის!!! აი ორი ან ხუთი წლის წინ რაღაც მოხდა და ამაზე დაიწყოს გამოძიება სრული სიბეცეა!!! გამოდის , რომ თითოეული ჩვენთაგანი ყიველდღიურ რისკის ქვეშ ვართ, მეუღლმ რომ მოინდომოს , მოძალადის იარლიყს მოგაკრავენ!!! და ამტკიცე შემდეგ არარსებულ ფაქტზე, მართალია თუ არა!!!
დათო
… საქმე უფრო მარტივადაა!!! ნიკა ყველას უყვარს, მამრსაც და მდედრსაც!!! დიდსაც და პატარასაც!!! მოხუცებულს თუ ახალგაზრდას!!! აი თქვენ კი, საზოგადოების ანტიპათიას იმსახურებთ!!!
aburjga
ცოლის ცემა არც ერთი მოვლენის დროს არ შეიძლება?! მაგალითად ცოლი მოვიდა სახლში მთვრალი და უმოწყალოდ სცემს პატარა შვილს, მაშინაც არ შეიძლება?! საერთოდ ვინმეს ცემა შეიძლება, არსებობს ასეთი დანაშაული როცა ცემა გარდაუვალია?
LH #44
რადიკალურობა ყველაზე ცუდი რამ არის რაც შეიძლება ადამიანმა გამოიჩინოს, ბაიამ რაც თავდაპირველად თქვა, იყო მაგაში სიმართლის მარცვალიც, მაგრამ შუა ტურნირიდან მოხსნა რომ მოითხოვა ეგ არაფერში ზის. როგორც ბაიას არ ეპატიება რადიკალურობა, ასევე ჩვენც არ გვეპატიება ხელაღებით იმის მტკიცება რომ ნიკა უდანაშაულოა და არაფერი ჩაუდენია, როგორც სპორტსმენი ჩვენი ერის სიამაყეა, როგორც ადამიანი, ეგ პირადად თუ არ იცნობთ არამგონია ვინმემ იცოდეთ, ამიტომ დაელოდეთ სასამართლო პროცესს, თორემ გამამტყუნებელი განაჩენი თუ გამოუტანეს ამ ქალის წივილით დაგვიყრუვდება მერე ყურები
აბა
ვიცოდი რომ გამოჩნდებოდა, მარა ისე მართალს ამბობს
რამდენი გამოიმუშავა ბასილაშვილმა მუსეტის დამარცხებით და რა წინსვლა ელის რეიტინგში - ქართველი ჩოგბურთელის წარმატება რიცხვებში
ბასილაშვილი: ჩემს ამ ასაკში ასეთი ქამბექის შესრულება სრული სიგიჟეა
უიმბლდონის პირველ წრეში ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია
16 წლამდე გოგონათა ნაკრებმა გიბრალტარი გაანადგურა და ბრძოლას მე-5 ადგილისთვის აგრძელებს
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"
"არსენალი" და "სპორტინგი" ვერ თანხმდებიან, იოკერეში გაცეცხლებულია - რა ბედი ეწევა შვედს?
"ჩემი აზრით, ის "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - დონარუმას აგენტმა იტალიურ გამოცემასთან ისაუბრა
“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება
"ჩვენს გუნდში საუკეთესოა" - ენრიკემ შეგირდი შეაქო
გაუპატიურების ბრალდებით - NBA-ის ყოფილი კალათბურთელი 8 წლით დააპატიმრეს
"ამაზე უკეთესი კომპლიმენტი არ არსებობს" - რა თქვა კარაგერმა პსჟ-ზე?
"დომინანტი გუნდი ვართ" - ლუის ენრიკე "ბარსას" ფანების მილოცვებს ვერ აუდის
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რეალთან" მატჩში?
[VIDEO] პსჟ GALACTICS! - "კვარას" გუნდმა "რეალი" გაანადგურა და ფინალში გავიდა
14 კაცით მძიმე ბრძოლაში - ახალგაზრდა "ბორჯღალოსნების" დასანანი ფრე იტალიასთან
3:0. პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "რეალს" ამარცხებს
"რეალთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
პსჟ-ს ორი საკლუბო რეკორდის დამყარება შეუძლია
ჩაკვეტაძემ "უოტფორდის" პირველ მატჩში ვერ ითამაშა
"ასეთ სიტუაციაში ვერავის ვერ დავადანაშაულებ" - მუსიალას ვიდეომიმართვა
ოფიციალურად: "ლიონი" მომდევნო სეზონში ლიგა 1-ში ითამაშებს
“თბილისი” საფრანგეთში, ორლეან 3×3 ჩელენჯერში საასპარეზოდ მიემგზავრება
საქართველოს U16 ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ამბროლაურიდან იწყებს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
"ვაიმე, რა მოიგეთ, ის მაინც მითხარით, რა მოგილოცოთ?" - ბაია პატარაია საქართველო-ბელარუსის მატჩს ეხმაურება
ქამბექი არ შედგა - ბასილაშვილი სონეგოსთან დამარცხდა
"ნეკა ჯერ ბასილაშვილის ოჯახმა დატანჯა, შემდეგ ფანებმა" - ბაია პატარაია
რამდენი გამოიმუშავა ბასილაშვილმა მუსეტის დამარცხებით და რა წინსვლა ელის რეიტინგში - ქართველი ჩოგბურთელის წარმატება რიცხვებში
"შვილს სახლს ართმევს სასამართლოთი" - პატარაია ბასილაშვილზე მორიგ პოსტს აქვეყნებს
უიმბლდონის პირველ წრეში ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია
"ცინგლიანი მატჩის მოგებით აღტყინებული ქართველი კაცი საცოდაობაა" - ბაია პატარაია მოსკოვის "დინამოს" დამარცხებით გამოხატულ ჟრიამულს გამოეხმაურა
"კაცების კაცის" ტიტულიც დაიმსახურა ცოლის მცემელმა“ - ბაია პატარაია ბასილაშვილის ფედერერზე გამარჯვების შემდეგ სტატუსს აქვეყნებს [VIDEO]
უდიდესი სენსაცია - ბასილაშვილმა მსოფლიოს მეშვიდე ჩოგანი დაამარცხა!
ბასილაშვილი: ჩემს ამ ასაკში ასეთი ქამბექის შესრულება სრული სიგიჟეა