"არსებობს მამრების ქვე-კატეგორია, რომელიც..." - რას წერს ბაია პატარაია ბასილაშვილის ფინალში გასვლის შემდეგ

AutoSharing Option
უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში ნიკოლოზ ბასილაშვილის ინდიან უელსის ტურნირის ფინალში გასლის შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

როგორც ის წერს, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ბასილაშვილის წარმატების შემდეგ მასზე შეტევას ახორციელებენ.

"არსებობს მამრების ქვე-კატეგორია, რომელიც ისტერიულად მთაგავს ნიკოლოზ ბასილაშვილის სპორტულ წარმატებაზე, (მარცხის დროს არ მაწუხებენ).

ამ მამრების აზრით:

1. ბასილაშვილმა თამაში/ტურნირი პირადად მე მომიგო;

2. ამით მიმტკიცებენ, რომ ბასილაშვილი კარგი სპორტსმენია, (ოღონდ მე არასდროს შემიფასებია მისი სპორტსმენობა);

3. მიმანიშნებენ, რომ ჩემპიონებს ცოლის ცემა ეპატიებათ, რადგან გამარჯვებული ყოველთვის მართალია.

პ.ს. თქვენ მოგიყევით, თორემ
იმათი კოგნიტური უნარების პირობებში, არა მგონია, ოდესმე რამეს მიხვდნენ.", - წერს პატარაია.

აქვე გეტყვით, რომ ბასილაშვილი ფინალურ შეხვედრაში 18 ოქტომბერს შუა ღამით, 03:00 საათზე, ბრიტანელ ქამერონ ნორის დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 31 /
მაგ ქლს არავინ გამოუჩნდა, რომ დაამშვიდოს? რა მაგისი საქმეა, მოხსნიან ნიკას ტურნირიდან, თუ არა?!
ლიახვისპირელი
17 ოქტომბერი 2021 18:19
1
Ბაია, ის გაიხსენეს ერთ საქმეზე, ზუგდიდში, მსჯავრდებულის ოჯახის წევრებს როგორ უთზარი: იმედია ციხეში ჩალპება თქვენი ახლობელი,თან კამერების წინ თქვი ეს
გოგა
17 ოქტომბერი 2021 19:58
2
რა უნდა ამ ქალბატონს??? რატომ ერევა სხვების პირად ცხოვრებაში ასე სახალხოდ??? რა უფლებით...
tngh
18 ოქტომბერი 2021 15:47
2
რანაირი ადამიანის უფლებების დამცველი ხარ ამდენი ბოღმის, სიძულვილის და უარყოფითი ემოციების მატარებელი არსება. ნეტა შენ გნახო დაოკებული და დაწყნარებული, მაგრამ ... ვერ დალევს კაცი ამდენს.
აბა შენა ხარ
18 ოქტომბერი 2021 10:34
2
ბაი რა გინდა გენაცვალე რატო არ ასვენეფ ამ ლეგენდა კაცს
kaxela
18 ოქტომბერი 2021 02:16
2
დანაშაულის დაფარვისათვის ამდენი ხნით და მხოლოთ თავის სასარგებლოდ მრავალი წლის მერე აღიარებისთვის ვინ დავიჭიროთ ხომ არ იცით ბაბუცა ჯან.
ვაჟა
18 ოქტომბერი 2021 09:32
1
Rato ase kategoriulad eswrebodi roca scemda iqneb igonebs qalbatoni ratom ar ushveb aset albatobas da magis mere gagineben mkvdar da cocxals
Kaxa
17 ოქტომბერი 2021 23:48
0
ვიცოდი რომ გამოჩნდებოდა, მარა ისე მართალს ამბობს
აბა
17 ოქტომბერი 2021 12:07
67
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული