რას ამბობს ბასილაშვილი ფრიტცთან მატჩზე და ფინალში მის მომავალ მეტოქეზე - ქართველის კომენტარი 1/2-ფინალში გამარჯვების შემდეგ

AutoSharing Option
ტეილორ ფრიცის დამარცხებისა და ინდიან უელსის ტურნირის ფინალში გასვლის შემდეგ ბასილაშვილმა შემდეგი განაცხადა:

"ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, რადგან მასტერსის ფინალში პირველად გავედი. განსაკუთრებულად სასიამოვნოა, რომ ეს ინდიან უელსში გავაკეთე, რადგან მას ხალხი მეხუთე სლემს უწოდებს.

ჩემი თამაშის პიკზე ვარ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამდენი მატჩი ჩემს სასარგებლოდ დავასრულე.

პირველად ვითამაშე მასტერსის ნახევარფინალში და თავიდან ცოტა ვღელავდი, თუმცა მაქსიმალურად ვცდილობდი დაძაბულობა მომეშორებინა და კონცენტრაცია ჩემს თამაშზე გამეკეთებინა, ამ დროს კარგი ჩოგბურთის თამაში შემიძლია.

ფინალში ჩემი მეტოქე ქამერონ ნორი ძალიან კარგ
ფორმაში იმყოფება. ის ძალიან ჭკვიანი მოთამაშეა, თუმცა თუ ჩემს თამაშს თუ ვითამაშებ, ვერ ვხვდები მან უკანა ხაზზე წინააღმდეგობა როგორ უნდა გამიწიოს.

მიუხედავად ამისა, ის ძალიან უხერხული მეტოქეა და ძალიან საინტერესო ჩოგბურთს აჩვენებს", - თქვა ბასილაშვილმა.

მომზადებულია ATPTOUR.COM-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 3 /
… გენაცვალე ნიკა!!! გვიხარია ასეთი დარწმუნებული რომ ხარ!!!
დათო
12:52 17-10-2021
0
ნიკა ბასილაშვილს გაუმარჯოოოოოოოოს!
მტრების ჯინაზე!
18:47 17-10-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული