"პრობლემები ვერ დავძლიე" - ბასილაშვილმა წაგება ახსნა

AutoSharing Option
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა "ინდიან უელსის" ტურნირის ფინალში ქემერონ ნორისთან წაგების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"მესამე სეტში თამაში ჩემთვის ძალიან რთული გახდა. ჯანმრთელობის პრობლემები მქონდა. ვეცადე, კორტიდან გავსულიყავი, ცოტა ამომესუნთქა, თუმცა ეს ფიზიკური დისკომფორტი ვერ დავძლიე. წინა მატჩებშიც მაწუხებდა, მაგრამ მესამე სეტში უკვე გაუსაძლისი იყო. არ ვაპირებდი ამის თქმას, მაგრამ თავს მართლა ცუდად ვგრძნობდი.

ქემერონზე მინდა ვთქვა, მენტალურად ძალიან ძლიერი იყო და დაიმსახურა მოგება. განსაკუთრებით, მეორე სეტში, როცა უკუბრეიკი შეასრულა. მეორე სეტში ვერ ვიპოვე გზა, როგორ მომეგო მისთვის. ბექჰენდზე კარგად თამაშობ
და და მის დასაჩაგრად დარტყმებში ძალიან დიდი ენერგიის ჩადება მჭირდებოდა, რაც არ შემეძლო. მაგრამ რაღას ვიზამ, არა უშავს...

ამ კვირის შემდეგ შინ გამოცდილება მიმაქვს. კარგი ჩოგბურთის თამაში შემიძლია, სეტითა და ბრეიკით წინ ვიყავი, ვუგებდი და შემდეგ... არ ვიცი...

გავაგრძელებ შრომას, გავაგრძელებ, რასაც აქამდე ვაკეთებდი. ვეცდები, კარგად ვითამაშო და აქ მიღებული გამოცდილება მომავალ ტურნირებში აუცილებლად გამომადგება", - განაცხადა ნიკოლოზ ბასილაშვილმა.



მკითხველის კომენტარები / 22 /
გაიხარე და წარმატებები ყოველ თამაშში და რაც მთავარია პირად ცხოვრებაში.
ბათუ
18 ოქტომბერი 2021 15:30
0
…განაცვალე ნიკა!!! შენ გმირი ხარ!!! ყველაზე პრესტიჟული მასტერსის ფინალში ითამაშე!!! ზუსტად ასე ვფიქროდი რასაც წერ, მეორე სეტში თუ დაამთავრებდი , თორემ მესამეშო უკვე ფიზიკური მდგომარეობა ამის საშუალებას არ მოგცემდა!!! რაც შენ ენერგია დახარჯე წინა თამაშებზე, ნორისგან განსხვავებით , შენებური ბრძოლის საშუალება არ მოგცემდა!!! ყველაფერი კარგადაა, ძალიან გაგვახარე!!! ❤️
დათო
18 ოქტომბერი 2021 15:42
2
დიდი წარმატება იყო ფინალში გასვლა, სიამოვნება მივიღე მასთერსზე ნიკას თამაშით, ვულოცავ და ასე გააგრძელოს, მომავლისთვის დიდი პოტენცია დავინახე...
jiha
18 ოქტომბერი 2021 17:26
0
ინტელექტუალური სპორტსმენი ხარ და სულ წარმატებები
lolo
18 ოქტომბერი 2021 17:27
3
არ შედრკე ნიკა, ჩვენ ყველანი, შენთანა ვართ.
გიორგი.
18 ოქტომბერი 2021 17:12
0
არაუშავს ბასილ , ყველაზე მთავარია რომ იყო ჯანმრთელი , დაისვენო , გაანალისო ამხელა პოზიტივიც და ის მცირედი ნეგატივიც , ის რაც არ გვკლავს გვაძლიერებს და მჯერა , როგორც ნადალთან ამერიკის ღია პირველობაზე შეხვედრის შემდეგ , მენტალურად დიდი აფეთქება მოხდა შენში , ისევე მოხდა ამ ფინალის მერეც . შენ უკვე მოიპოვე , იმ გულშემატკივრების ნდობა და სიყვარული , რომლისთვისაც მთავარი ის არ არის , ტურნირებს მოიგებ თუ არა , მთავარია ტომ გყავს ძალიან დიდი ჭეშმარიტი გულშემატკივრების არმია , რომლებსაც მართალი გულით უყვარხარ . " თუმცა ტურნირების მოგება არ გვწყინს , თითქმის შენსავით გვიხარია " . წარმატებები ბასილ , მალე დავბრუნდებით გვჯერა .
ATP 16
18 ოქტომბერი 2021 16:29
0
თავმდაბალი და მშრომელი ადამიანია. რაც მთავარია პიროვნულად კარგ შთაბეჭდილებას ახდენს. პირველ რიგში ამიტომ ვუსურვებ წარმატებებას ვხოვრებაში!
გიორგი
18 ოქტომბერი 2021 16:00
0
ნიკა გამაგრდი, რაც გააკეთე კარგი იყო!
მოწინააღმდეგემ რაც ქულები მოიპოვა იმის ნახევარი ნაჩუქარია 0,5 - 3 სმ სიშორის აუტებით - მხოლოდ იგერიებდა შეტევებს. ვისაც არ ჯერავს კიდევ ერთხელ უყუროს თამაშის ჩანაწერს. ასე სხვა დროს აღამ მოხდება - ნიკამ ჩვენზე კარგად იცის ეს!
ვაჟა მასწავლებელი
18 ოქტომბერი 2021 19:18
2
ზოგადად მეორე მესამე სეტს უფრო უკეთ თამაშობს ხოლმე მაგრამ ფრიტცთან რო მეორე სეტში ძალიან გაუჭირდა მაშინვე მივხვდი რაღაცაში რო იყო საქმე და აქაც ბოლომდე არეყო ძალები, თურმე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. არაუშავს, წარმატებები ნიკოლოზ
შოთა
18 ოქტომბერი 2021 17:07
0
წარმატებები ნიკას
ყოჩაღ
18 ოქტომბერი 2021 15:59
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული