20-გზის დიდი სლემის ტურნირის გამარჯვებულმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა მისი, როგორც მწვრთნელობის კარიერაზე ისაუბრა. ჟურნალისტებმა ჰკითხეს, იქნებოდა თუ არა სერბი დანილ მედვედევის მწვრთნელი. შეგახსენებთ, "ნოლე" ამჟამად 34 წლისაა, დანილი კი - 25-ის.
"თუ მისი მწვრთნელი ვიქნები, ერთად ბევრს ვიმუშავებთ. ის ახლა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელია. თუ ჯანმრთელი იქნება, ვფიქრობ, რომ მთელი კარიერის განმავლობაში მოწინავეთა სიაში იქნება და არაერთ დიდ ტურნირს მოიგებს, ამაში ეჭვიც კი არ მეპარება", - განაცხადა ნოვაკმა.
შეგახსენებთ, გუშინ, 7 ნოემბერს, პარიზის მასტერსის ფინალში სერბმა მედვედევი 4:6 6:3 6:3 დაამარცხა.