Instagram Story-ში ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლე ნეკა დოროყაშვილმა გამომწერების შეკითხვებს უპასუხა.
ერთ-ერთმა გამომწერმა მას ჰკითხა, უღალატია თუ არა ბასილაშვილს მისთვის, რაზეც დოროყაშვილმა უპასუხა:
"ერთხელ დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩემი ქმარი იწვა ქალთან კონკრეტულ ლოკაციაზე. შოკირებული ვიყავი, როდესაც აღმოვაჩინე ამის დამამტკიცებელი ფაქტები, ფოტოები, მესიჯები. ყველაზე შოკისმომგვრელი კი ის ქართველი გოგო იყო", - წერს დოროყაშვილი.
ამჟამად ნეკასა და მის ყოფილ მეუღლეს შორის თბილისის საქალაქო სასამართლოში ორი სასამართლო დავა მიმდინარეობს. ერთი ეხება ყოფილი ქმრის მიერ ნეკაზე ძალადობას და მეორე შვილის მიმართ მამის მხრიდან
ფინანსური ვალდებულებისგან თავის არიდებას.