პირველი ნახევარფინალური სუპერწყვილი შედგა - ტურინში "წითელი ჯგუფის" შეხვედრები დასრულდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ტურინში შემაჯამებელი ტურნირის მე-5 დღის შეხვედრები გაიმართა. ამჯერად გულშემატკივარმა "წითელი ჯგუფის" წარმომადგენლები იხილა.

ალექსანდრ ზვერევი (გერმანია) ჰუმბერ ჰურკაჩს (პოლონეთი) დაუპირისპირდა და მარტივად, 6:2 6:4 დაამარცხა.

1-ელ სეტში გერმანელმა მეტოქის ჩაწოდება ზედიზედ ორჯერ მოიგო და დაწინაურდა.

მე-2 სეტში კი სპორტსმენები საკუთარ მოწოდებებს იგებდნენ, თუმცა პოლონელი მე-9 გეიმში შეცდა... მე-10 გეიმში კი ზვერევმა გამარჯვება მოიპოვა და ნახევარფინალში გავიდა.

Sportall.Ge

მეორე შეხვედრა გაცილებით დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა.

დანილ მედვედევი (რუსეთი) იანიკ სინერს (იტალია) დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში 6:0 6:7 7:6 დაამარცხა.

მოქმედმა ჩემპიონმა პირველ
სეტში დებიუტანტს შანსი არ დაუტოვა, აი, მეორე სეტიდან კი გულშემატკივარმა ბრწყინვალე თამაში იხილა.

სპორტსმენებმა ტაიბრეიკამდე ბრეიკები გაცვალეს, მე-13 გეიმში კი სინერმა 7:5 იმარჯვა და საქმე დისაიდერში გადავიდა. ტაი-ბრეიკამდე საქმე ზუსტად ისე წარიმართა, როგორც მე-2 სეტში იყო, თუმცა გადამწყვეტ გეიმში ყველაფერი თავდაყირა დატრიალდა.

ჩოგბურთელებს მატჩზე ჩაწოდების უფლება სულ 4-ჯერ ჰქონდათ (2-2), საბოლოოდ კი რუსმა ისარგებლა და 10:8 გაიმარჯვა.

ამრიგად, ასპარეზობას მედვედევი და ზვერევი აგრძელებენ, სინერი და ჰურკაჩი კი ტურნირს ნაადრევად დატოვებენ.

რაც შეეხება ნახევარფინალურ დაპირისპირებებს - უკვე გარკვეულია, რომ ზვერევის მეტოქე ნოვაკ ჯოკოვიჩი იქნება (20 ნოემბერი, 17:00 საათი), დანილის მოწინააღმდეგის ვინაობას კი ალექსანდრ რუბლევისა და კასპერ რუდის შეხვედრა გაარკვევს (19 ნოემბერი, 14:30 საათი).

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული