სიკვდილის ჯგუფში - ATP CUP-ზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა

AutoSharing Option
ავსტრალიაში გასამართ პრესტიჟულ ATP CUP-ზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა.

სამწუხაროდ, ჩვენს ბიჭებს არ გაუმართლათ და შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიკვდილის ჯგუფშიც კი მოხვდნენ.

ქართველი ჩოგბურთელები D ჯგუფში იასპარეზებენ, მათთან ერთად კი პოლონეთი, საბერძნეთი და არგენტინა იქნებიან.

ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ საბერძნეთის ღირსებას მსოფლიოს მე-4 ნომერი სტეფანოს ციციპასი იცავს, პოლონეთში პლანეტის მე-9 ნომერი ჰუბერტ ჰურკაცი ასპარეზობს, არგენტინის ღირსებას კი მე-13 დიეგო შვარცმანი იცავს.

რა თქმა უნდა, ჩვენს ნაკრებს ნიკოლოზ ბასილაშვილის სახით მთავარი კოზირი ეყოლება და ნიკას ნებისმიერი მათგანის დამარცხება რომ შეუძლია, უკვე
დაამტკიცა, თუმცა ჯგუფი აშკარად სიკვდილისაა...

ATP CUP-ი 1-9 იანვარს სიდნეიში გაიმართება. საქართველოს ნაკრები აღნიშნულ ტურნირზე მეორედ იასპარეზებს.

სავარაუდოდ, ჩვენი ნაკრების შემადგენლობა ასეთი იქნება: ნიკოლოზ ბასილაშვილი, ალექსანდრე მეტრეველი, ალექსანდრე ბაკში, ზურა ტყემალაძე, საბა ფურცელაძე.
მკითხველის კომენტარები / 7 /
… მაპატიეთ მაგრამ, მე ასე არ ვფიქრობ!!! ა ჯგუფი:: სერბეთი, ნორვეგია, ჩილე და ესპანეთი. ბ ჯგუფი: რუსეთი, იტალია, ავსტრალია, ავსტრია. ც ჯგუფი: გერმანია, კანადა, დიდი ბრიტანეთი, ამერიკა. დ ჯგუფი: საბერძნეთი, პოლონეთი,არგენტინა, საქართველო. ამ ჯგუფებში საქართველო მოხვდა ნაკლებად ძლიერ ჯგუფში. იქ ციციპასს ტრავმა აქვს, პოლონეთს ერთი ლიდერი და ა.შ დანარჩენი ჯგუფები მართლაც სიკვდილის ჯგუფები!!! ნიკას დამსახურებით ეს ბიჭები იღებენ მონაწილეობას დიდ ტურნირზე, მხოლოდ იქ ყოფნაა უკვე დიდი ზეიმი!!!
დათო
07 დეკემბერი 2021 13:58
0
…ჩვენ ჯგუფში ალბათ ყველაზე სტაბილურია არგენტინა: შვარცმანი(13), დელბონი(44), კორია…. დანარჩენი , საბერძნეთი: ციციპასი(4),რომელმაც ოპერაცია გაიკეთა და დიდი ალბათობით შეიძლება არ ითამაშოს, პერვოლარკისი(425)… პოლონეთი: ხურკაჩი(9), მაიშრზაკი(115) ….. მთავარია ბიჭები ,ნიკას დამსახურებით ,იღებენ მონაწილეობას ამ ზეიმში!!! ვნახოთ, იქნებ გაგვიმართლოს და ბიჭებმაც საპრიზოები დაიმსახურონ!!!
დათო
07 დეკემბერი 2021 14:50
0
აბა რას ისურვებდით მეტოქედ სომხეთი, აზერბეიჯანი და თურქეთი გყოლოდათ?
მოემზადეთ ფიზიკურად და მენტალურად, ითამაშეთ და როდესღაც თქვენც მოიგებთ!
წარმატებები ნიკას თამადობით!
ვაჟა მასწავლებელი
07 დეკემბერი 2021 16:16
0
სიკვდილი არა ტოლმა კიდევ...
ამბაკო
07 დეკემბერი 2021 14:23
0
ციციპასი სავარაუდოდ ვერ ითამაშებს,ოპერაცია გაიკეთა,მანდ ერთი მოგებაც დიდი ფულია მონაწილეობის თანხის გარდა.
zuba
07 დეკემბერი 2021 14:32
0
…1 იანვარს ხვდებიან არგენტინას, 3 იანვარს პოლონეთს, 5 იანვარს საბერძნეთს!!! წარმატება ბიჭებს!!!
დათო
08 დეკემბერი 2021 12:40
0
ბიჭებო, წარმატებები...თუ მხნედ იქნებით, ვერც ციციპასი, ვერც ჰურკაცი და ვერც შვარცმანი, ვერ დაგამარცხებთ..ამის მაგალითი-დიეგო შვარცმანია, ტანად პატარა ბიჭი, რომელიც სიცოცხლეს უმწარებს, თვით ნადალს და ჯოკოს..
წარმატებებიიი
07 დეკემბერი 2021 15:38
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული