არგენტინელმა ჩოგბურთელმა, დიეგო შვარცმანმა 20 გზის დიდი სლემის ჩემპიონზე, როჯერ ფედერერზე ხუმრობით ისაუბრა:
"ვიმედოვნებ, რომ ის კარიერას არასდროს დაასრულებს, მოდით ვათამაშოთ ის კოსტიუმით" - ციტირებს სამხრეთ ამერიკელის სიტყვებს ESPN.
შეგახსენებთ, მუხლზე შექმნილი პრობლემების გამო შვეიცარიელმა ოპერაცია გაიკეთა და 2021 წლის სეზონი ნაადრევად დაასრულა.
გვიან შემოდგომაზე როჯერმა თავის მომავალზე ისაუბრა:
"იანვარში ფიზიკურად დატვირთვა შემეძლება, აპრილში კი კორტს დავუბრუნდები, ამ მომენტს მთელი გულით ველი".
მომზადებულია championat-ის მიხედვით