ძალიან დასანანია... "ბასილა" კორტს დაუბრუნდა, თუმცა მატჩის გაგრძელება ვერ მოახერხა

AutoSharing Option
დღეს, 5 იანვარს, ATP CUP-ზე ერთმანეთს საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

თავდაპირველად კორტზე ალექსანდრე მეტრეველი (570) გამოვიდა. ჩვენებური მიხეილ პერვოლარაკისთან (399) 3:6 2:6 დამარცხდა.

შემდეგ მოედანზე საქართველოს 1-ლი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი (22) ვიხილეთ, მისი მეტოქე კი კლასიფიკაციის მე-4 ნომერი სტეფანოს ციციპასი გახლდათ. როგორც იცით, "ბასილას" ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, თუმცა გარისკა და სახელოვან მეტოქესთან სათამაშოდ გამოვიდა, თუმცა მე-5 გეიმში, სავარაუდოდ, სუნთქვის პრობლემა შეექმნა და ასპარეზობაზე უარი განაცხადა. თუ ამ შეხვედრიდან გამოვალთ და ისე ვიფიქრებთ, კიდევ უფრო მეტად დასანანია ეს ყველაფერი, რადგან
სეზონი სულ მალე იწყება (17 იანვარს ავსტრალიის ღია პირველობა), ნიკა კი ოპტიმალური ფორმისგან ძალიან შორსაა; მაგრამ მისი გამოცდილებიდან და სათამაშო კლასიდან გამომდინარე, იმედია, ყველაფერი სულ მალე დალაგდება.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არც სტეფანოსს ესიამოვნა და მატჩისშემდგომ ინტერვიუში ისაუბრა:

"არ ვიცი, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ძალიან რთულია, როდესაც მზად 100%-ით არ ხარ და თამაშობ. მე მისი კარგად მესმის. წყვილთა თანრიგში აუცილებლად ვითამაშებ".

ბერძენმა სპორტსმენმა მადლობა ასევე კორტზე დამსწრე ქართველ გულშემატკივრებსაც გადაუხადა, რასაც ოვაციები მოჰყვა.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა საერთო ჯამში მესამე შეხვედრაც დათმო (ამ მომენტისთვის 0:2 ბერძნებთან), დასკვნითი მე-3, წყვილთა თანრიგის დაპირისპირება კი თბილისის დროით 13:20 საათზე დაიწყება. რაც შეეხება მონაწილეებს, ქართველთა მხრიდან ალექსანდრე ბაკში და სანდრო მეტრეველი ითამაშებენ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული