აღნიშნულ გადაწყვეტილებას ავსტრალიელთა მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.
ორგანიზატორები ამბობენ, რომ მოქმედ ჩემპიონს "განსაკუთრებულად არ ეპყრობიან", თუმცა ავსტრალიელები მიიჩნევენ, რომ ეს უსამართლო გადაწყვეტილებაა, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ისინი უამრავი რეგულაციის დაცვით ცხოვრობენ. გადაწყვეტილებისთვის მოქალაქეები აკრიტიკებენ ოფიციალურ პირებს, პოლიტიკოსებს და თავად ნოვაკ ჯოკოვიჩს.
ავსტრალიის ღია პირველობის ხელმძღვანელ, ქრეიგ თეილი ამბობს, რომ 26-მა სპორტსმენმა
მიმართა მათ, რომ დაეშვათ ჯოკოვიჩისთვის "პატარა გამონაკლისი", რაც ფედერალურმა მარეგულირებელმა გაითვალისწინა.
"შესანიშნავი დრო გავატარე ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად და დღეს მივდივარ ავსტრალიაში გამონაკლისის ნებართვით. მზად ვარ ვიცხოვრო და ვისუნთქო ჩოგბურთით მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში", - წერს ჯოკოვიჩი "ინსტაგრამზე".
ამასთანავე, მას საჯაროდ არ უთქვამს, გაიკეთა თუ არა აცრა, თუმცა გასულ წელს განაცხადა, რომ წინააღმდეგი იყო ვაქცინაციის.
ამასთანავე, მას საჯაროდ არ უთქვამს, გაიკეთა თუ არა აცრა, თუმცა გასულ წელს განაცხადა, რომ წინააღმდეგი იყო ვაქცინაციის.
"პირადად მე წინააღმდეგი ვარ ვაქცინაციის და არ ვისურვებდი, რომ ვაქცინაციის გაკეთებას გვაიძულებდნენ მოგზაურობის უფლების მიღების მიზნით“, - ამბობდა ჩოგბურთელი.
ავსტრალიის მოქალაქეები აქამდეც ადანაშაულებდნენ მთავრობას და ამბობდნენ, რომ კოვიდრეგულაციების მიუხედავად, მდიდარ და ცნობილ ადამიანებს ყველაფრის ნებას რთავდნენ, მაშინ, როცა უბრალო მოქალაქეები თავიანთი ახლობლებისგან განცალკევებულნი იყვნენ და მომაკვდავ ადამიანებსაც კი ვერ ნახულობდნენ.

"არ მაინტერესებს, რამდენად კარგი ჩოგბურთელია. თუ უარს ამბობს ვაქცინაციაზე, არ უნდა შეუშვან“, - წერს ადგილობრივი ექიმი სტეფან პარნისი.
"თუ ეს გამონაკლისი მართლაც დაუშვეს, მილიონობით ადამიანის მიმართ უპატივცემულობაზე მიუთითებს. ვაქცინაცია სხვა ადამიანების მიმართ პატივისცემაა, ნოვაკ“, - წერენ "ტვიტერში".
ავსტრალიის ღია პირველობა მელბურნში სტარტს 17 იანვარს აიღებს.