ბასილაშვილი სიდნეის ტურნირზე ითამაშებს და სავარაუდოდ, ყოფილ პირველ ნომერს დაუპირისპირდება

AutoSharing Option
ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში იმყოფება, სადაც 250 ქულიანი კატეგორიის ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

ჩვენებური განთესილია და შესაბამისად, პირველი წრის თავისუფალია და ასპარეზობას 1/8-ფინალიდან დაიწყებს.

დიდი ალბათობით, ნიკას მეტოქე მერვედფინალში პლანეტის ყოფილი პირველი ნომერი ენდი მარი იქნება.

ბრიტანელი პირველ წრეში კვალიფიკანტს დაუპირისპირდება, წესით გამარჯვება არ უნდა გაუჭირდეს და შესაბამისად, მისი შემდეგი მეტოქე ბასილაშვილი იქნება.

სიდნეის ტურნირის საპრიზო თანხა 521 000 დოლარია. გამარჯვებული 250 სარეიტინგო ქულას მიიღებს, ძირითადი ეტაპის შეხვედრები კი 10 იანვრიდან დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ერთი მაგას გადაურბინოს და მერე, გინდაც 0-ზე წააგოს,მომდევნო შეხვედრა.ენის ქანქარისათვის უნდა დასაჯოს!იმედი მაქვს, ჯანმრთელობა ხელს შეუწყობს.
სოსო
20:25 09-01-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული