დღეს, 9 იანვარს, სიდნეიში ATP CUP-ის ფინალში კანადის ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა და ერთეულთა თანრიგში მოპოვებული 2 გამარჯვებით ტურნირის ჩემპიონი გახდა.
თავდაპირველად დენის შაპოვალოვი (14) პაბლო კარენო ბუსტას (20) შეხვდა და 6:4 6:3 დაამარცხა. 22 წლის სპორტსმენმა შეძლო და საკუთარი ნაკრები დააწინაურა.
მეორე შეხვედრაში ოჟე ალიასიმმა (11) მარათონულ ჩოგბურთში ბაუტისტა აგუტს (19) 7:6 6:3 სძლია და ისტორიაში პირველად საკუთარ ნაკრებს ATP CUP-ის ტიტული მოუტანა. აღსანიშნავია, რომ ეს შეხვედრა დაძაბული გამოდგა, 2:09 საათი ჩოგბურთელები თავს არ ზოგავდნენ, თუმცა ახალგაზრდულმა სულისკვეთებამ და უკეთესმა
ფიზიკურმა კონდინციებმა თავი მაინც წარმოაჩინა.
ამრიგად, კანადამ პირველი ადგილი წყვილთა შეხვედრამდე გაიფორმა, რადგან ევროპელებმა რომც მოიგონ მესამე მატჩი არსებული სიტუაცია აღარ შეიცვლება.
საბოლოოდ, 22 წლის დენის შაპოვალოვმა და 21 წლის ოჟე ალიასიმმა ტურნირის მოსაგებად ურთულესი გზა გაიარეს და გაიმარჯვეს, მივყვეთ თანამიმდევრობით:
პირველ წრეში აწ უკვე მოქმედი ჩემპიონები ამერიკასთან 0:3 განადგურდნენ, შემდეგ კი სათამაშო ფორმა აკრიფეს, მიყოლებით დიდი ბრიტანეთი, გერმანია, რუსეთი და ესპანეთი დაამარცხეს.