მოსამართლე ენტონი კელიმ ჯოკოვიჩის 30 წუთში გათავისუფლების და მისთვის პასპორტისა და სხვა დოკუმენტების დაბრუნების განკარგულება გასცა.
ამასთანავე, ფედერალური მთავრობის ადვოკატებმა სასამართლოს განუცხადეს, რომ ქვეყნის იმიგრაციის მინისტრი იტოვებს უფლებას, ჯოკოვიჩისთვის ვიზის ხელახლა გაუქმების მიზნით თავისი პირადი უფლებამოსილება გამოიყენოს.
შეგახსენებთ, 6 იანვარს ცნობილი გახდა, რომ სერბ ჩოგბურთელ ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიაში ვიზა გაუუქმეს. ამის მიზეზი ავსტრალიის საზღვარზე ვაქცინაციის დამადასტურებელი
საბუთის არქონა გახდა. ავსტრალიის ხელისუფლებამ თავდაპირველად მისთვის გამონაკლისის სახით ვიზა დაუშვა, თუმცა საზოგადოების მწვავე კრიტიკის შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა. ჩოგბურთელის ადვოკატები აცხადებდნენ, რომ სპორტსმენი 16 დეკემბერს კორონავირუსით დაინფიცირდა და ამის გამო ვაქცინაციისგან თავისუფალია.
ამასთან ერთად, გეტყვით, რომ სერბი სპორტსმენი ავსტრალიაში ითამაშებს და ტიტულის დაცვასაც შეეცდება.