აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად, ნოვაკისთვის გამონაკლისის სახით ვიზა დაუშვეს, თუმცა მას შემდეგ, რაც ყოველივეს საზოგადოების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა, ქვეყნის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება შეცვალა.
ჯოკოვიჩი მელბურნის აეროპორტში რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა, მოგვიანებით კი მესაზღვრეებმა განაცხადეს, რომ ის არ აკმაყოფილებდა შესვლის წესებს და დეპორტირებული იქნებოდა.
ჯოკოვიჩი გადაიყვანეს ე.წ. სამთავრობო დაკავების სასტუმროში, ხოლო მისმა ადვოკატებმა სასამართლოში დაუყოვნებლივ შეიტანეს სარჩელი.
მართალია, ნოვაკს საჯაროდ არ უთქვამს,
აცრილია თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, თუმცა გასულ წელს განაცხადა, რომ ვაქცინაციის წინააღმდეგი იყო.
"პირადად მე წინააღმდეგი ვარ ვაქცინაციის და არ ვისურვებდი, რომ აცრის გაკეთებას გვაიძულებდნენ მოგზაურობის უფლების მიღების მიზნით“, - ამბობდა ჩოგბურთელი.
ავსტრალიაში არსებული კოვიდრეგულაციების მიხედვით, ქვეყანაში აუცრელი ადამიანების შესვლა იკრძალება.
"წესი ყველასთვის წესია“ - განაცხადა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა.
ავსტრალიის ღია პირველობა მელბურნში სტარტს 17 იანვარს აიღებს.