სამწუხაროდ, მძიმე ბრძოლაში ნიკოლოზი ყოფილ 1-ელ ნომერთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 12 იანვარს, სიდნეის 250-ქულიანი ტურნირის 1/8-ფინალურ ეტაპზე, ნიკოლოზ ბასილაშვილი ენდი მარისთან მძიმე ბრძოლაში 7:6 6:7 3:6 დამარცხდა.

სპორტსმენებმა პირველ სეტში ბრეიკები გაცვალეს, ტაიბრეიკზე კი ნიკა უკეთ გამოიყურებოდა და 7:4-იც იმარჯვა.

მეორე სეტიც იმავე სცენარით წარიმართა, მე-13 გეიმში კი გამოცდილმა ბრიტანელმა 7:3 მოიგო და საქმე დისაიდერში გადავიდა, სადაც ენდიმ ნიკოლოზის ჩაწოდება მე-2 გეიმში მოიგო და მიღებული უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვა.

ამრიგად, ბასილა სიდნეის ტურნირს ნაადრევად ემშვიდობება და უკვე ავსტრალიის ღია პირველობაზე გადაერთვება. შეგახსენებთ, დიდი სლემის ტურნირი 17 იანვარს იწყება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
მიუხედავად მარცხისა, მაინც ბრავო ნიკოლოზ. მთავარია კონკურენტუნარიანი ხარ და იოლი გასეირნება არავის ელოდება შენთან. წარმატებები ავსტრალიის ღია პირველობისთვის ბროლაში.
Nikolas
23:55 12-01-2022
1
Mtavaria kaladzem moigos archevnebi
Mandela
05:56 13-01-2022
6

სიახლეები პოპულარული