ჯოკოვიჩი ისევ სასამართლოს მიმართავს? - მეორედ გაუქმებული ვიზა

AutoSharing Option
ავ­სტრა­ლი­ამ ჩოგ­ბურ­თის ვარ­სკვლავს, ნო­ვაკ ჯო­კო­ვიჩს, ვიზა უკვე მე­ო­რედ გა­უ­უქ­მა. მი­ზე­ზი ისაა, რომ მას ვაქ­ცი­ნა­ცი­ის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი არ აქვს. იმიგ­რა­ცი­ის მი­ნის­ტრის, ალექს ჰო­უ­კის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ნიშ­ნავს, რომ ჯო­კო­ვიჩს ახლა დე­პორ­ტა­ცია ემუქ­რე­ბა.

თუმ­ცა 34 წლის სერბს კვლავ შე­უძ­ლია სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თოს და მო­გე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ქვე­ყა­ნა­ში დარ­ჩეს.

იმიგ­რა­ცი­ის მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ვი­ზის გა­უქ­მე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ი­ღო.

"მთავ­რო­ბას მტკი­ცედ აქვს გა­და­წყვე­ტი­ლი, და­იც­ვას ავ­სტრა­ლი­ის სა­ზღვრე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით, კო­ვიდ-19-ის პან­დე­მი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით.“ - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

სერბ ჩოგ­ბურ­თელ ნო­ვაკ ჯო­კო­ვიჩს, რო­მე­ლიც 5 იან­ვარს ავ­სტრა­ლი­ა­ში ღია ჩემ­პი­ო­ნატ­ზე და­სას­წრე­ბად ჩა­ვი­და,
ავ­სტრა­ლი­ის სა­ზღვარ­ზე ვაქ­ცი­ნა­ცი­ის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სა­ბუ­თის არ­ქო­ნის გამო ვიზა გა­უ­უქ­მეს.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ავ­სტრა­ლი­ის სა­სა­მარ­თლომ აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და­უ­სა­ბუ­თებ­ლად მი­იჩ­ნია და სპორ­ტსმე­ნის სა­ი­მიგ­რა­ციო პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბა გას­ცა.

ნო­ვაკ ჯო­კო­ვი­ჩი ე.წ. სამ­თავ­რო­ბო და­კა­ვე­ბის სას­ტუმ­რო­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, თუმ­ცა ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ქვეყ­ნის იმიგ­რა­ცი­ის მი­ნისტრს უფ­ლე­ბა ჰქონ­და, პი­რა­დი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა და სპორ­ტსმე­ნის­თვის ვიზა ხე­ლახ­ლა გა­ე­უქ­მე­ბი­ნა.

ambebi.ge

alt"უკეთესი იქნება, თუ არ ითამაშებს..." - ნადალმა ესპანურ რადიოში ჯოკოვიჩის სასამართლო პროცესზე ისაუბრა

altნოვაკ ჯოკოვიჩი დააკავეს

alt"არ მაინტერესებს, რამდენად კარგი ჩოგბურთელია...“ - ჯოკოვიჩი, რომელმაც ვაქცინაციის წესები დაარღვია, მწვავე კრიტიკის ობიექტია


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული