ჯოკოვიჩი სასამართლოს გადაწყვეტილებას ემორჩილება - ჩემპიონატში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს

AutoSharing Option
ნოვაკ ჯოკოვიჩმა ფედერალურ სასამართლოში აპელაციის შემდეგ სასამართლო დავა წააგო. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჯოკოვიჩის სარჩელი ავსტრალიის იმიგრაციის მინისტრის გადაწყვეტილების წინააღმდეგ უარყვეს.

მსოფლიოს პირველი ჩოგანი ავსტრალიას ტოვებს. ჩოგბურთელმა სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებასთან ითანამშრომლებს ქვეყნის დატოვების პროცესში და ღია ჩემპიონატში მონაწილეობას აღარ მიიღებს.

მთავარმა მოსამართლემ ჯეიმს ალსოპმა გამოაცხადა, რომ სასამართლომ ერთხმად არ დააკმაყოფილა ჯოკოვიჩის განაცხადი და ძალაში დატოვა იმიგრაციის მინისტრის გადაწყვეტილება. მისი თქმით, სასამართლოს ფუნქცია გადაწყვეტილების შინაარსობრივი მხარის გადახედვა არ არის.

,,ჩვენ განვიხილავდით იმას, ხომ არ
იყო გადაწყვეტილება ირაციონალური ან სამართლებრივად და იურიდიულად არაგონივრული“, - აღნიშნა მოსამართლემ და დასძინა, რომ ჩოგბურთელს სააპლიკაციო ხარჯების დაფარვა მოუწევდა.

ავსტრალიის იმიგრაციის მინისტრმა, ალექს ჰოუკმა, პირადი უფლებამოსილება გამოიყენა და ჯოკოვიჩს ვიზა გაუუქმა. ჯოკოვიჩის ადვოკატებმა გადაწყვეტილებას "ალოგიკური, ირაციონალური ან არაგონივრული" უწოდეს.

შეგახსენებთ, სერბ ჩოგბურთელს ნოვაკ ჯოკოვიჩს, რომელიც 5 იანვარს ავსტრალიაში ღია ჩემპიონატზე დასასწრებად ჩავიდა, ავსტრალიის საზღვარზე ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის არქონის გამო, ვიზა გაუუქმეს. რამდენიმე დღის წინ ავსტრალიის სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება დაუსაბუთებლად მიიჩნია და სპორტსმენის საიმიგრაციო პატიმრობიდან გათავისუფლების განკარგულება გასცა. ნოვაკ ჯოკოვიჩი ე.წ. სამთავრობო დაკავების სასტუმროდან გაათავისუფლეს, თუმცა ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის იმიგრაციის მინისტრს უფლება ჰქონდა, პირადი უფლებამოსილება გამოეყენებინა და სპორტსმენისთვის ვიზა ხელახლა გაეუქმებინა.

interpressnews

altჯოკოვიჩი ისევ სასამართლოს მიმართავს? - მეორედ გაუქმებული ვიზა

alt"უკეთესი იქნება, თუ არ ითამაშებს..." - ნადალმა ესპანურ რადიოში ჯოკოვიჩის სასამართლო პროცესზე ისაუბრა

altნოვაკ ჯოკოვიჩი დააკავეს


მკითხველის კომენტარები / 8 /
ძალიან კარგი! რა ეგონა აბა, ჯოკოვიჩი ვარ და კანონზე მაღლა ვდგავარო? ჩვეულებრივი ადამიანია ისიც და პრივილიგირებული არც უნდა ყოფილიყო!...
ბექა
14:25 16-01-2022
21
რასაც ეძებდა იპოვა.
გიორგი
14:37 16-01-2022
18

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული