"ძალიან გამიხარდა! შიში აქვს, რომ დაჩიპავენ და დისტანციურად დაუწყებენ მართვას" - რომან გოცირიძე ჯოკოვიჩის დეპორტაციაზე

AutoSharing Option
როგორც იცით, ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობაზე ვერ ითამაშებს და მას დაადეპორტებენ.

ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:

"ანტივაქსერი ჩოგბურთელი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი, შეიძლება ვუწოდოთ ჩოგბურთის ცოცხალი ლეგენდა, ჯერ მთელი კვირა აყურყუტეს სიდნეის აეროპორტის კოვიდსასტუმროში, დღეს კი გამოაძევეს ავსტრალიიდან აუცრელობის გამო. კი იჩივლა სასამართლოში, გადატანილი მაქვსო, მაგრამ უპასუხეს, მასე სადაა ძმაოო, ავსტრალიის სასამართლო ვართ საქართველოსი კი არაო, ანტივაქსერი პრემიერ-მინისტრი კი არა გვყავს ქართველებივით, კორონაგადატანილებს სამუდამო მწვანე პასპორტს რომ აძლევსო.

სიმირთლე გითხრათ, ძალიან გამიხარდა. ასეც მოუხდება. როგორც
ჩანს ან რუსეთის ეკლესიის მიერ მართულმა სერბმა მამაომ( ანუ მღვდლმა) შეაცდინა, ან შიში აქვს, რომ დაჩიპავენ და თამაშისას 5 ჯის მეშვეობით ვიღაცები (ალბათ მასონები) დისტანციურად დაუწყებენ მართვას.
ძალა აქვს, ჭკუა არაო, მასზე ყოფილა ეს ანდაზა ზედგამოჭრილი", - წერს გოცირიძე.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ჯოკოვიჩის გვერდით ნუ იხსენიებთ და ნუ აქვეყნებთ ამ ჩამპალ მარაზმ სიფათებს საერთოდ
Marazm.
21:40 16-01-2022
10
რომანოზ! რატო ღმერთი არ გაიცინებს, შენისთანა მასხარები დ არაკაცები, ჯოკოვიჩს რომ ახსენებთ? ჯოკოვიჩი, მსოფლიო დონის ჩოგბურთელია და ხალხს ახარებს თავისი გამოსვლებით კორტზე! აი შენ და შენისთანები რითი ახარებთ ხალხს? არაფრით არა? ხოდა ხმა ჩაიგდეთ და დაეტიეთ ერთ ადგილზე...
გ.ს.
22:09 16-01-2022
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული