"ძალიან დიდი ტრაგედია გადავიტანე, ბევრი წელი ვიტანჯებოდი" - დოროყაშვილი გავრცელებულ ჩანაწერებს ეხმაურება

AutoSharing Option
მედიაში გავრცელებულ ჩანაწერებს ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება.

ის მხარდაჭერისთვის მადლობას იხდის და ამბობს, რომ მის თავზე გადატანილი ტრაგედია მაგალითი უნდა იყოს.

"უამრავი მესიჯი მივიღე პირადში. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. ვცდილობ, ყველას გიპასუხოთ. უდიდეს სითბოს ვგრძნობ თქვენგან, რაც მე მაძლიერებს.

ძალიან დიდი ტრაგედია გადავიტანე. ძალიან ბევრი წელი ვიტანჯებოდი. ძალიან კარგად ვიცი, რამდენი ქალია ჩვენს ქვეყანაში ასეთ მდგომარეობაში ახლა. ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ყველა ის ქალი, ბავშვი და გავუკვალოთ მომავალი მათ. მე მჯერა, რომ ჩემს თავზე გადატანილი ტრაგედია
იქნება მაგალითი. ჩვენ ერთად შევძლებთ, რომ წელში გადავტეხოთ საქართველოში ქალის (ბავშვის) (ადამიანის) ჩაგვრა! დისკრიმინაცია! ძალადობა!

ჩვენ უნდა ვუშველოთ და დავეხმაროთ ამ ქალებს! უნდა გავათავისუფლოთ! გვახსოვდეს, ისინი დღეს ისევ იტანჯებიან, ცხოვრობენ ტყვეობაში და ეშინიათ, რომ არ დაუჯერებენ", - წერს ნეკა დოროყაშვილი.

მკითხველის კომენტარები / 11 /
პირწავარდნილი ნასეტკაა.
ეს არის გაბოროტებული ქალი.
თუ რამე აქვსქონება სახლი, მდგომარეობა ისევ ბასილაშვილის წყალობით.
მაგას 100 მილიონი რო ჩაურიცხო ისევ იგივეს გააკეთებს. რადგან ფული კი არა გულში ჩადებული ბოღმა და სიბოროტე ალაპარაკებს.
მეცოდება გულწრფელად ვიმედოვნებ რომ გონება გაეხსნება და მიხვდება რასაც აკეთებს.
4
დოროყვა! არ აგვატირო რა? არანაირად არ გვეცოდები, ნიკა გვეცოდება შენნაირ ალქაჯს, რომ გადაეკიდა!
ნიკოლოზ ბასილაშვილის, გვერდით ვართ!
22:00 24-01-2022
5

სიახლეები პოპულარული