"გოგოებო, ნუ თხოვდებით ქართველ კაცებზე! ისინი სუფრაზე სვამენ ქალის სადღეგრძელოს და..." - ცისნამი საყვარლიშვილი ბასილაშვილი-დოროყაშვილის ჩანაწერებზე

AutoSharing Option
აშშ-ში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი და ბლოგერი ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში სკანდალურ პოსტს ავრცელებს, სადაც ბასილაშვილი-დოროყაშვილის ჩანაწერებს ეხმაურება. 

ის წერს, რომ ქალები ქართველ მამაკაცებზე არ უნდა გათხოვდნენ, ერთ-ერთ მიზეზად კი იმას ასახელებს, რომ მათ ქალის პატივისცემა არ იციან, მაგალითად კი საყვარლიშვილმა ბასილაშვილი მოიყვანა:

“გოგოებო, ნუ თხოვდებით ქართველ კაცებზე. მათ მხოლოდ მომვლელად სჭირდებით, არ გცემენ პატივს და შეურაცხყოფას გაყენებენ!

აი, ის ჩოგბურთელი არის ნამდვილი ქართველი კაცის სახე!

ახლა თუ გინდათ მთელი ღრუზიის საკაცეთი შემომივარდით კომენტარებში!

თქვენ არ იცით ქალის პატივისცემა! თქვენ სუფრაზე
სვამთ ქალის სადღეგრძელოს და ცხოვრებაში აბუჩად იგდებთ, როგორც ნივთს, ისე ექცევით!

უმეტესობას დედები, ცოლები ემიგრაციაში გყავთ გაშვებული და მათი მწარედ ნაშოვნი ფულებით ცხოვრობთ”, – წერს ცისნამი საყვარლიშვილი.
მკითხველის კომენტარები / 63 /
ქალბატონო ცისნამი(ჩემი ქართველკაცობა მაიძულებს ასე მოგმართოთ), ცნობისათვის ,ჩვენ ქართველ ქალს,დედას,ერის დედაბოძს,ძეგლი დავუდგით.და იქნებ გაიხსენოთ,ვინ და როდის დაწერა:"ლეკვი ლომისა სწორია,ძუ იყოს,თუნდა ხვადია!" არ გინდათ ეს ბაბუცაობა რა.მე პირადად დედას ვაღმერთებ,ჩემი ორივე შვილის გაჩენას(ოტიას თქმისა არ იყოს,ჩასახვასაც)დავესწარი და მას მერე ქალს ზოგადად,უფრო მეტი პატივისცემით ვეპყრობი და კიდევ ერთხელ გთხოვთ,კი არა,მოვითხოვთ,შეეშვით ქართველი კაცების თავზე გადავლას და ნუ სარგებლობთ იმით,რომ ნაღდი ქართველი მამაკაცი არასოდეს იკადრებს ქალთან ანგარიშის გასწორებას.პირადი ბოღმა თუ ვინმესთან გაქვთ.საზოგადოებაზე ნუ ანთხევთ ბალღამს.შეირგე ეგ ფულის ტომარა ვინც გყავს და თამარის.ქეთევანის,ელოს(9 ძმა ხერხეულიძის დედაა),17 შინდისელის,გიორგი ანწუხელიძის დედის ქვეყანას შეეშვით.თქვენ ვერასოდეს ვერ ეღირსებით ყველაზე დიდ სტატუსს საქართველოში,ვერ იქნებით ქ ა რ თ ვ ე ლ ი დ ე დ ა!!!
ნიკოლოზი
19:56 25-01-2022
1
მესმის ამ ქალის, პირადი ცხოვრება ვერ აეწყო და საზღვარგარეთ არის გადახვეწილი, უნდა იფიქროს, რომ ეს მისი ბრალი კი არა ქართველი კაცების დამსახურებაა. ქალბატონო ცისნამი, ამ ქვეყანაში უამრავი ქართული ოჯახია რომელიც თქვენგან განსხვავებით ნორმალურად ცხოვრობს, და რა გინდათ რომ განვქორწინდეთ და ქალბატონებმა სხვა ეროვნების მამაკაცებზე იქორწინონ? ანუ გადავშენდეთ? მგონი ჭკუა არ დაგიტანებიათ როდესაც ამას წერდით.
Irakli
15:57 25-01-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული