დანიშვნიდან 2 თვეში ლეგენდარულმა ბრიტანელმა ჩოგბურთელმა ენდი მარიმ მთავარი მწვრთნელი იან დე ვიტი გაათავისუფლა.
განსაკუთრებით ჩვენთვის საინტერესო ეს ფაქტი იმითაა, რომ დე ვიტი ნიკოლოზ ბასილაშვილის მწვრთნელიც გახლდათ.
როგორც პლანეტის ყოფილმა ნომერმა The Teleprahp-ს უთხრა, მისთვის ავსტრალიის ღია პირველობის მეორე წრეში მარცხი კვალიფიკანტ ტარო დანიელთან მიუღებელია და ასეთი წაგებები მის გეგმებში არ შედის.
საინტერესოა, რომ ენდიმ დე ვიტის მწვრთნელად აყვანა 2021 წლის დეკემბრის დასაწყისში გვაუწყა და მასთან მხოლოდ 2 თვე იმუშავა.
აღსანიშნავია, რომ მარი წლის დასაწყისში სიდნეის ტურნირის ფინალში გავიდა, სადაც
ასლან კარატსევთან დამარცხდა, ATP ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში კი მას 2019 წლის შემდეგ არ ჰქონდა ნათამაშები.
ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება ენდის მომავალი დამრიგებელი. ის თებერვალში დოჰასა და დუბაიში თამაშს გეგმავს.