შესაძლოა ნიკოლოზ ბასილაშვილს ჩოგბურთის თამაში სამუდამოდ აუკრძალონ

AutoSharing Option
რუსული პრესა წერს, რომ ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი გარიგებულ მატჩშია ეჭვმიტანილი. საქმე 2016 წელს გამართულ ერთ-ერთ შეხვედრას ეხება.

როგორც vseprosport.ru წერს ATP-ის ანტიკორუფციულმა ბიურომ ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

საიტი წერს, რომ ანონიმურმა წყარომ დადასტურებული დოკუმენტით მათ ინფორმაცია მიაწოდა, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

თუ ნიკას ბრალეულობა დამტკიცდება, მას დროებითი, ან სამუდამო დისკვალიფიკაცია ემუქრება.

აქვე ჩვენის მხრივ დავამატებთ, რომ ეს ერთ-ერთი რუსული საიტის მიერ გავრცელებული ინფორმაციია და მისი სანდოობის შესახებ ინფორმაციის დადასტურება ჯერჯერობით არ შეგვიძლია.
მკითხველის კომენტარები / 24 /
აბა რატო წერტ ასეთ რამეს თუ დაუდასტურებელ გადაუმოწებელია ? მოკლედ თამაშობთ რა ამ ბიჭის ნერვებზე
გორელი
13:58 12-02-2022
6
რა სისულელეებს წერს და გადაუმოწმებელ ინფორმაციას ავრცელებს?!
Misha
14:09 12-02-2022
6

სიახლეები პოპულარული