მსოფლიოს პირველმა ნომერმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ღია პირველობის ფინალი გაიხსენა და განაცხადა, თუ ვის გულშემატკივრობდნენ ის და მისი ოჯახის წევრები კონკრეტულ დაპირისპირებაში:
"ჩემთვის რთული იყო ამ ფინალის ყურება, სიმპათიები არც ერთის მხარეს არ იხრებოდა. არცერთისკენ არ ვიყავი, რადგან მათ ადგილზე ყოფნა მე მინდოდა, თუმცა მოვლენების განვითარებამ ჩემი ყურადღება მიიპყრო.
ჩემი მეუღლე დანილის მხარეს იჭერდა, ბიჭი კი ნადალს გულმხურვალედ ქომაგობდა. როცა რაფა ქულას ჩააგდებდა, წამოხტებოდა და ყვიროდა" - განაცხადა ჯოკოვიჩმა BBC-სთან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, ესპანელმა რუსი სპორტსმენი 2:6 6:7 6:4 6:4 7:5
დაამარცხა და კარიერაში 21-ე დიდი სლემის ტიტული მოიგო.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით