ნიკოლოზ ბასილაშვილმა (19), როგორც ჩანს, დოჰას ტურნირის შემდეგ ძალების აღდგენა ვერ მოახერხა და სამი დღის მერე დუბაის ტურნირის 1/16-ფინალში ავსტრალიელ ალექსეი პოპირინთან (66) 1 საათში უშანსოდ დამარცხდა - 2:6, 3:6.
შეგახსენებთ, ბასილაშვილი პირველ წრეში პლანეტის მე-9 ნომერ ფელიქს-ოჟე ალიასიმს უნდა დაპირისპირებოდა, თუმცა კანადელმა დუბაიში ჩასვლაზე უარი განაცხადა და მის ნაცვლად იღბლიანი დამარცხებულის სტატუსით პოპირინმა ითამაშა.
დოჰას ტურნირის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი ესპანელ რობერტო ბაუტისტა აგუტთან (16) დამარცხდა.
ნიკოლოზმა "ინსტაგრამზე" დაწერა, რომ ავად იყო, სათამაშოდ 100%-ით ვერ მოემზადა, მაგრამ იმედია, გამოჯანმრთელდება და ინდიან უელსის მასტერსისთვის მზად იქნება.