სუპერამბავი, სამწუხაროდ, ვერ გამოდგა სუპერი - ბასილაშვილი დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნიკოლოზ ბასილაშვილმა (19), როგორც ჩანს, დოჰას ტურნირის შემდეგ ძალების აღდგენა ვერ მოახერხა და სამი დღის მერე დუბაის ტურნირის 1/16-ფინალში ავსტრალიელ ალექსეი პოპირინთან (66) 1 საათში უშანსოდ დამარცხდა - 2:6, 3:6.

შეგახსენებთ, ბასილაშვილი პირველ წრეში პლანეტის მე-9 ნომერ ფელიქს-ოჟე ალიასიმს უნდა დაპირისპირებოდა, თუმცა კანადელმა დუბაიში ჩასვლაზე უარი განაცხადა და მის ნაცვლად იღბლიანი დამარცხებულის სტატუსით პოპირინმა ითამაშა.

დოჰას ტურნირის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი ესპანელ რობერტო ბაუტისტა აგუტთან (16) დამარცხდა.

ნიკოლოზმა "ინსტაგრამზე" დაწერა, რომ ავად იყო, სათამაშოდ 100%-ით ვერ მოემზადა, მაგრამ იმედია, გამოჯანმრთელდება და ინდიან
უელსის მასტერსისთვის მზად იქნება.

მკითხველის კომენტარები / 9 /
… ახლა რა ვქნათ!!! ატპ 130 ვესელმა დაამარცხა ატპ 1 ჯიკოვიჩი!!! ანუ ნოვაკი არის უთავმოყვრე , არ არის თავის ქვეყნის დესპანი???!!! თუ გაყიდა თამაში!!!??? თუ რომელიმე სერბი დაწერს , რომ დროს, ჯანმრთელობას და ფულს ვკარგავ გულშემატკივრობაშიო???!!! ამიტიმ ყველამ , რაც ნიკაზე ცუდი დაწერეთ ერთი ადგილი დააყენეთ, ბოდიში მოიხადეთ და ჩოგბურთზე ხმა აღარ ამოიღოთ!!! თქვენ მხოლოდ “ შჩოტებს” უყურებთ და ენა ყავარზე გაქვთ გაგდებული!!! ჩოგბურთის აზრზე არ ხართ ვინც წერთ და ვინც ამათ ეთანხმებით!!! მაქსიმუმ დომინოს მიაწექით!!!!
დათო
21:20 24-02-2022
0
კორტზე შენი ქვეკნის დესპანი უნდა იQო. ასე თამაში უპატივცემლობაა გულშემატკივრების მიმართ. მე დროს, ფულს და ჯამრტელობას ვკარგავ გულშემატკივრობაში. შენი კი გლახაობ. ეს, როგორ?!
mamuka
22:57 22-02-2022
26

სიახლეები პოპულარული