დღეს, 25 თებერვალს, დუბაის 500 ქულიანი ტურნირის ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართა.
ანდრეა რუბლევი (7) პოლონელ ჰუმბერ ჰურკაჩს (11) დაუპირისპირდა და 3:6 7:5 7:6 დაამარცხა. გამარჯვების შემდეგ რუსმა ჩოგბურთელმა კამერაზე წარწერა გააკეთა:
"უარი ვუთხრათ ომს, გთხოვთ" - განაცხადა ანდრეამ.
რუსეთის უკრაინაში შეჭრას ირი ვესელიც (123) გამოეხმაურა. შეგახსენებთ, ჩეხმა ჩოგბურთელმა დენის შაპოვალოვი (14) 6:7 7:6 7:6 დაამარცხა. ირიმაც რუბლევის მსგავსად წარწერა კამერაზე გააკეთა - "არა ომს".