დღეს, 26 თებერვალს, აკაპულკოს 500 ქულიანი ტურნირის ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართა.
კამერონ ნორი (12) სტეფანოს ციციპასს (4) დაუპირისპირდა და 6:4 6:4 დაამარცხა.
მიუხედავად ვარსკვლავური თამაშისა, მეტ ინტერესს მაინც მეორე მატჩი იმსახურებდა.
რაფაელ ნადალმა (5) დანილ მედვედევი (2) 6:3 6:3 დაამარცხა და ფინალში გავიდა. ესპანელისთვის ეს გამარჯვება ერთეულთა თანრიგში რიგით მეთოთხმეტეა.
რაც შეეხება ფინალს, ის 27 თებერვალს, თბილისის დროით 06:20 საათზე გაიმართება.