"ხა­ლა­თი­თა და ჩუს­ტე­ბით გა­აგ­დო..." - ბასილაშვილის ყოფილი სიდედრის სკანდალური ჩვენების დეტალები

AutoSharing Option
ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლის, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ყო­ფი­ლი სი­დედ­რის, მაკა სი­მო­ნიშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბით, ერთ-ერთი ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ ბა­სი­ლაშ­ვილ­მა ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლი სახ­ლი­დან ხა­ლა­თი­თა და ჩუს­ტე­ბით გა­აგ­დო.

რო­გორც თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში მოწ­მის სა­ხით და­კი­თხვი­სას სი­მო­ნიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ყო­ფი­ლი სიძე მის შვილს შე­უ­რა­ცხყო­ფას ხში­რად აყე­ნებ­და, და­მამ­ცი­რებ­ლად ექ­ცე­ო­და, ამას­თან, ბა­სი­ლაშ­ვილს დო­რო­ყაშ­ვი­ლის მი­მართ უხე­ში, არა­კო­რექ­ტუ­ლი მი­მარ­თვე­ბი ჰქონ­და.

მაკა სი­მო­ნიშ­ვილ­მა ის ინ­ცი­დენ­ტე­ბი გა­იხ­სე­ნა, რო­მლებ­საც თა­ვად შეს­წრე­ბია. მოწ­მის თქმით, თუ მისი ყო­ფი­ლი სიძე ცუდ ხა­სი­ათ­ზე იყო, ცოლს სა­ბან­კო ბა­რა­თებს უბ­ლო­კავ­და, ხა­სი­ა­თის გა­მოს­წო­რე­ბის შემ­დეგ კი ბლოკს ხსნი­და.

"ნი­კო­ლო­ზი, რო­გორც შვი­ლი, ისე მი­ვი­ღეთ. ჩემი
ქა­ლიშ­ვი­ლი მუდ­მი­ვად დაჰყ­ვე­ბო­და, სრუ­ლად მას­ზე იყო გა­დარ­თუ­ლი, ჩვენც მისი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ვი­ყა­ვით. ლუ­კა­სის და­ბა­დე­ბის შემ­დეგ ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლი ნი­კო­ლო­ზის ტურ­ნი­რებ­ზე ისე­თი სიხ­ში­რით ვერ და­დი­ო­და.

გა­ვიხ­სე­ნებ რამ­დე­ნი­მე ინ­ცი­დენტს, რო­მლებ­საც შე­ვეს­წა­რი. მა­შინ ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლი და ნი­კო­ლო­ზი აღ­მა­შე­ნე­ბელ­ზე ცხოვ­რობ­დნენ. ჩვენ­თან, ფა­ლი­აშ­ვილ­ზე მო­ვი­და ნი­კო­ლო­ზი, ძა­ლი­ან გაბ­რა­ზე­ბუ­ლი, აგ­რე­სი­უ­ლი, ჩემს ქა­ლიშ­ვილ­ზე ამ­ბობ­და, რომ უზ­რდე­ლი იყო და ეს­წავ­ლა, ვის რო­გორ ესა­უბ­როს. ვი­კი­თხე, რა ხდე­ბო­და, შე­მე­შინ­და. გა­ნაგ­რძო ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლის მი­სა­მარ­თით ლან­ძღვა. და­ვა­პი­რე ნე­ლის­თან და­რეკ­ვა. მკი­თხა, სად ვრე­კავ­დი, ამა­ზე უა­რე­სი აგ­რე­სია და­ე­მარ­თა, და­ი­წყო ყვი­რი­ლი, მე ნე­ლით არ შე­მო­ვი­ფარ­გლე­ბი, ნე­ლიმ­დეც მყავ­და თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი, უფრო მე­ტიც, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მყავ­სო...

ნი­კო­ლოზს ჰქონ­და სა­ვარ­ჯი­შო ტური, სტამ­ბოლ­ში უნდა წა­სუ­ლიყ­ვნენ, ბავ­შვიც მიჰ­ყავ­და. მთხო­ვეს, იქ­ნებ წავ­ყო­ლო­დი. რა თქმა უნდა, დავ­თან­ხმდი და გა­ვემ­გზავ­რე მათ­თან ერ­თად. რამ­დე­ნი­მე დღე­ში ნი­კო­ლო­ზის მშობ­ლე­ბიც ჩა­მო­ვიდ­ნენ, მაგ­რამ ისი­ნი ცალ­კე სას­ტუმ­რო­ში იყ­ვნენ. ნელი მოლ­ში სა­ყიდ­ლებ­ზე იყო, პი­ჯა­კი მო­ი­ზო­მა და ნი­კო­ლოზს ჰკი­თხა, უხ­დე­ბო­და თუ არა, რა დრო­საც ნი­კო­ლოზ­მა იმ­ხე­ლა ხმა­ზე და­იღ­რი­ა­ლა, გა­მო­ეთ­რი­ეო, ყვე­ლა ჩვენ გვი­ყუ­რებ­და“, - გა­ნა­ცხა­და სი­მო­ნიშ­ვილ­მა.

მან კი­დევ რამ­დე­ნი­მე ინ­ცი­დენ­ტი გა­იხ­სე­ნა.

"ნე­ლიმ ნი­კო­ლოზს უთხრა, შენ რომ ტურ­ნირ­ზე წახ­ვალ, კურ­სებს გა­ვივ­ლი და პრო­ფე­სი­უ­ლად განვვი­თარ­დე­ბიო. ამას ნი­კო­ლო­ზის მხრი­დან დამ­ცი­ნა­ვი ღი­მი­ლი მოჰ­ყვა - მო­მინ­დო­მა ბიზ­ნეს­ვუ­მე­ნო­ბა, ბავ­შვს მი­ხე­დეო და ა.შ. ეს რაც შე­ე­ხე­ბა სტამ­ბოლ­ში ყოფ­ნას და იქ გა­დამ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტებს...

ერთხელ ჩემ­მა ქა­ლიშ­ვილ­მა და­მი­რე­კა, მო­ვე­დი და ტაქ­სის ფული ჩა­მო­მი­ტა­ნეო. გა­მიკ­ვირ­და, თა­ვი­სი მან­ქა­ნით რა­ტომ არ იყო. პი­ჟა­მით და ჩუს­ტე­ბით გად­მო­ვი­და მან­ქა­ნი­დან. რა ფორ­მა­ში ხარ-მეთ­ქი, ნი­კო­ლოზ­მა გა­მო­მაგ­დო სახ­ლი­და­ნო. იქ, სახ­ლში, ნი­კო­ლო­ზი და ნელი იყ­ვნენ. მო­ვი­და მისი მა­მაო, მი­ვე­სალ­მე და პა­სუ­ხიც არ გამ­ცაო, არც დამმშვი­დობე­ბი­ა და გა­მიკ­ვირ­დაო. ნი­კო­ლო­ზის­თვის უკი­თხავს, რა­ტომ მო­იქ­ცა ასეო, რა­საც ნი­კო­ლო­ზის მხრი­დან მოჰ­ყო­ლია ასე­თი რე­აქ­ცია, მა­მა­ჩემს და დე­და­ჩემს როცა უნ­დათ, მა­შინ და­გე­ლა­პა­რა­კე­ბი­ა­ნო, ნე­ლის­თვის მკლავ­ში ხელი მო­უ­კი­დია და გა­რეთ გა­უგ­დია. იქი­დან მო­ვი­და ჩემ­თან“, - გა­ნა­ცხა­და სი­მო­ნიშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ნიკამ პირველი შეცდომა ცოტა ქაჩობაც მაშინ ჩაიდინა როცა სილამაზის გამო მოდელი მოიყვანა ხოლო მეორე ყველას გასარჩევად არ უნდა მიეყვანა ოჯახური საქმე.
ამაშია საქმე
13:07 01-04-2022
1
კარგით რა!?...გეყოთ ამგვარი მასალების ბეჭდვა!...
კობა
20:59 31-03-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული