"ხა­ლა­თი­თა და ჩუს­ტე­ბით გა­აგ­დო..." - ბასილაშვილის ყოფილი სიდედრის სკანდალური ჩვენების დეტალები

AutoSharing Option
ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლის, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ყო­ფი­ლი სი­დედ­რის, მაკა სი­მო­ნიშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბით, ერთ-ერთი ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ ბა­სი­ლაშ­ვილ­მა ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლი სახ­ლი­დან ხა­ლა­თი­თა და ჩუს­ტე­ბით გა­აგ­დო.

რო­გორც თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში მოწ­მის სა­ხით და­კი­თხვი­სას სი­მო­ნიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ყო­ფი­ლი სიძე მის შვილს შე­უ­რა­ცხყო­ფას ხში­რად აყე­ნებ­და, და­მამ­ცი­რებ­ლად ექ­ცე­ო­და, ამას­თან, ბა­სი­ლაშ­ვილს დო­რო­ყაშ­ვი­ლის მი­მართ უხე­ში, არა­კო­რექ­ტუ­ლი მი­მარ­თვე­ბი ჰქონ­და.

მაკა სი­მო­ნიშ­ვილ­მა ის ინ­ცი­დენ­ტე­ბი გა­იხ­სე­ნა, რო­მლებ­საც თა­ვად შეს­წრე­ბია. მოწ­მის თქმით, თუ მისი ყო­ფი­ლი სიძე ცუდ ხა­სი­ათ­ზე იყო, ცოლს სა­ბან­კო ბა­რა­თებს უბ­ლო­კავ­და, ხა­სი­ა­თის გა­მოს­წო­რე­ბის შემ­დეგ კი ბლოკს ხსნი­და.

"ნი­კო­ლო­ზი, რო­გორც შვი­ლი, ისე მი­ვი­ღეთ. ჩემი
ქა­ლიშ­ვი­ლი მუდ­მი­ვად დაჰყ­ვე­ბო­და, სრუ­ლად მას­ზე იყო გა­დარ­თუ­ლი, ჩვენც მისი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ვი­ყა­ვით. ლუ­კა­სის და­ბა­დე­ბის შემ­დეგ ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლი ნი­კო­ლო­ზის ტურ­ნი­რებ­ზე ისე­თი სიხ­ში­რით ვერ და­დი­ო­და.

გა­ვიხ­სე­ნებ რამ­დე­ნი­მე ინ­ცი­დენტს, რო­მლებ­საც შე­ვეს­წა­რი. მა­შინ ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლი და ნი­კო­ლო­ზი აღ­მა­შე­ნე­ბელ­ზე ცხოვ­რობ­დნენ. ჩვენ­თან, ფა­ლი­აშ­ვილ­ზე მო­ვი­და ნი­კო­ლო­ზი, ძა­ლი­ან გაბ­რა­ზე­ბუ­ლი, აგ­რე­სი­უ­ლი, ჩემს ქა­ლიშ­ვილ­ზე ამ­ბობ­და, რომ უზ­რდე­ლი იყო და ეს­წავ­ლა, ვის რო­გორ ესა­უბ­როს. ვი­კი­თხე, რა ხდე­ბო­და, შე­მე­შინ­და. გა­ნაგ­რძო ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლის მი­სა­მარ­თით ლან­ძღვა. და­ვა­პი­რე ნე­ლის­თან და­რეკ­ვა. მკი­თხა, სად ვრე­კავ­დი, ამა­ზე უა­რე­სი აგ­რე­სია და­ე­მარ­თა, და­ი­წყო ყვი­რი­ლი, მე ნე­ლით არ შე­მო­ვი­ფარ­გლე­ბი, ნე­ლიმ­დეც მყავ­და თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი, უფრო მე­ტიც, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მყავ­სო...

ნი­კო­ლოზს ჰქონ­და სა­ვარ­ჯი­შო ტური, სტამ­ბოლ­ში უნდა წა­სუ­ლიყ­ვნენ, ბავ­შვიც მიჰ­ყავ­და. მთხო­ვეს, იქ­ნებ წავ­ყო­ლო­დი. რა თქმა უნდა, დავ­თან­ხმდი და გა­ვემ­გზავ­რე მათ­თან ერ­თად. რამ­დე­ნი­მე დღე­ში ნი­კო­ლო­ზის მშობ­ლე­ბიც ჩა­მო­ვიდ­ნენ, მაგ­რამ ისი­ნი ცალ­კე სას­ტუმ­რო­ში იყ­ვნენ. ნელი მოლ­ში სა­ყიდ­ლებ­ზე იყო, პი­ჯა­კი მო­ი­ზო­მა და ნი­კო­ლოზს ჰკი­თხა, უხ­დე­ბო­და თუ არა, რა დრო­საც ნი­კო­ლოზ­მა იმ­ხე­ლა ხმა­ზე და­იღ­რი­ა­ლა, გა­მო­ეთ­რი­ეო, ყვე­ლა ჩვენ გვი­ყუ­რებ­და“, - გა­ნა­ცხა­და სი­მო­ნიშ­ვილ­მა.

მან კი­დევ რამ­დე­ნი­მე ინ­ცი­დენ­ტი გა­იხ­სე­ნა.

"ნე­ლიმ ნი­კო­ლოზს უთხრა, შენ რომ ტურ­ნირ­ზე წახ­ვალ, კურ­სებს გა­ვივ­ლი და პრო­ფე­სი­უ­ლად განვვი­თარ­დე­ბიო. ამას ნი­კო­ლო­ზის მხრი­დან დამ­ცი­ნა­ვი ღი­მი­ლი მოჰ­ყვა - მო­მინ­დო­მა ბიზ­ნეს­ვუ­მე­ნო­ბა, ბავ­შვს მი­ხე­დეო და ა.შ. ეს რაც შე­ე­ხე­ბა სტამ­ბოლ­ში ყოფ­ნას და იქ გა­დამ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტებს...

ერთხელ ჩემ­მა ქა­ლიშ­ვილ­მა და­მი­რე­კა, მო­ვე­დი და ტაქ­სის ფული ჩა­მო­მი­ტა­ნეო. გა­მიკ­ვირ­და, თა­ვი­სი მან­ქა­ნით რა­ტომ არ იყო. პი­ჟა­მით და ჩუს­ტე­ბით გად­მო­ვი­და მან­ქა­ნი­დან. რა ფორ­მა­ში ხარ-მეთ­ქი, ნი­კო­ლოზ­მა გა­მო­მაგ­დო სახ­ლი­და­ნო. იქ, სახ­ლში, ნი­კო­ლო­ზი და ნელი იყ­ვნენ. მო­ვი­და მისი მა­მაო, მი­ვე­სალ­მე და პა­სუ­ხიც არ გამ­ცაო, არც დამმშვი­დობე­ბი­ა და გა­მიკ­ვირ­დაო. ნი­კო­ლო­ზის­თვის უკი­თხავს, რა­ტომ მო­იქ­ცა ასეო, რა­საც ნი­კო­ლო­ზის მხრი­დან მოჰ­ყო­ლია ასე­თი რე­აქ­ცია, მა­მა­ჩემს და დე­და­ჩემს როცა უნ­დათ, მა­შინ და­გე­ლა­პა­რა­კე­ბი­ა­ნო, ნე­ლის­თვის მკლავ­ში ხელი მო­უ­კი­დია და გა­რეთ გა­უგ­დია. იქი­დან მო­ვი­და ჩემ­თან“, - გა­ნა­ცხა­და სი­მო­ნიშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ნიკამ პირველი შეცდომა ცოტა ქაჩობაც მაშინ ჩაიდინა როცა სილამაზის გამო მოდელი მოიყვანა ხოლო მეორე ყველას გასარჩევად არ უნდა მიეყვანა ოჯახური საქმე.
ამაშია საქმე
01 აპრილი 2022 13:07
1
კარგით რა!?...გეყოთ ამგვარი მასალების ბეჭდვა!...
კობა
31 მარტი 2022 20:59
0
ეეჰ ნიკა!ამათ შეხვედრას,ტრიპერი შეგხვედროდა,არ გერჩია?აქამდე, ცხრაჯერ მოიშორებდი!
31 მარტი 2022 16:07
6
ვაი იმ სასამართლოს რომელიც ამ ბოდვას დაიჯერებს, ფაქტები სადაა? ისიც რო თქვას ტერორისტიაო ასე ნათქვამზე უნდა დაუჯეროს?
sormona
31 მარტი 2022 15:22
4
დედა შვილმა ოსის ქალებმა დაგეგმეს ფულის გამოძალვის სქემა,ყველამ იცის ვინც არის ეს ქალი და რას აკეთებს
ანდრო
31 მარტი 2022 14:37
8
ამ ნელის შორიდან ვიცნობ და გადმოცემიდანაც ვიცი, რომ არის ძალიან უხეში, თავნება ადამიანი, ეტყობა დედამისი პატარაობიდანვე ათამამებდა და აქედან მოსდევს ეგ ხასიათი.
ლიკა
31 მარტი 2022 14:37
5
ნათქვამია, კარგი ცხენი მათრახს არ დაირტყავსო.
ღრმად დარწმუნებული ვარ, "კარგ ცოლს" და ღირსეულ ქალბატონს, სახლიდან ხალათით და "ჩუსტებით" არავინ არ გააგდებს. და საერთოდ რაიმე ფინთს უბრალოდ ვერ შეჰკადრებენ. კი, ასეა ეს! ვიცი მე ეს.
Sapienti Sat
31 მარტი 2022 14:05
5
ნიკა რომ ასეთი ტიპაჟი არ არის მემგონი ჩანს მისი ხასიათიდან და რატომ არავინ არ სვამს კითხვას რასაც ეს ქალი ყვება თუ სიმართლეა რა იყო ამის გამომწვევი მიზეზები?
ბასილა
31 მარტი 2022 14:04
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული